ავტორი: ნანა კიკნაძე

წიგნი გამოსაცემად მოამზადა:
სოფიო ჩიტორელიძემ

სარედაქციო ჯგუფი:
დიმიტრი თუმანიშვილი
თამარ ბელაშვილი

თბილისი 2020

 

 

მხატვარ-კერამიკოსისნანა კიკნაძის(1928-2016) წიგნი „XX საუკუნის ქართული პროფესიული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება“ ასახავს ქართულ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროში მიმდინარე პროცესებს, გასული საუკუნის 1950-იანი წლებიდან მოყოლებული XXI  საუკუნის 10-იან წლებამდე. ნაშრომში ცალ-ცალკეა განხილული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ისეთი დარგები, როგორიცაა: მხატვრული კერამიკა, ქართული მხატვრული ქსოვილი, მხატვრული მინა, მინანქარი, ჭედურობა და ხის მხატვრული დამუშავება.
წიგნი გამოსაცემად მომზადდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში – შეიქმნა წიგნის სამეცნიერო აპარატი, შეირჩა საილუსტრაციო მასალა, დაზუსტდა და გადამოწმდა ფაქტები და თარიღები.
ნაშრომი გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

Leave a comment
 

ლითონმქანდაკებლობის ისტორიისათვის წინაქრისტიანულ საქართველოში (ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული საგანძურის კვალდაკვალ)

ავტორი: მარიამ გაბაშვილი

თბილისი, 2019, გვ. 160

წიგნი-ალბომი „ლითონმქანდაკებლობის ისტორიისათვის წინაქრისტიანულ საქართველოში (ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული საგანძურის კვალდაკვალ)“ წარმოადგენს ქართულ-ინგლისურენოვან გამოცემას. გამოცემაში ერთადაა თავმოყრილი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში, რაჭაში აღმოჩენილი ლითონმქანდაკებლობის ნაწარმი, რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. არტეფაქტები შერჩეულია მხატვრული ნიშნით და გაანალიზებულია სახელოვნებათმცოდნეო ჭრილში. გათვალისწებულია მათი ისტორიულ-სემანტიკური კონტექსტიც.
წიგნში შესულია წინათქმა, შესავალი, მიმოხილულია რაჭის მუზეუმის შექმნის ისტორია, მასში დაცული კოლექციები და ხაზგასმულად ლითონმქანდაკებლობის ნივთები. რაჭის ტერიტორიაზე წინაქრისტიანული ხანის სამთამადნო და მეტალურგიულ საქმიანობას დათმობილი აქვს ცალკე თავი. წიგნს ტაბულების სახით ერთვის საილუსტრაციო ნაწილი.
მასალა, რომელიც წიგნში ერთადაა თავმოყრილი ქვეყნდება პირველად და მას ფართო საზოგადოება წინამდებარე გამოცემით გაიცნობს საფუძვლიანად.
წიგნი-ალბომი დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში: „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“- წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე.

Leave a comment
 

საქართველოს ქალაქების ურბანული განვითარება 1801-1918 წლებში

წიგნში წარმოდგენილია დავით ხოშტარიას, მანონ ლილუაშვილის, ნათია ნაცვლიშვილისა და გიორგი ჭანიშვილის ნარკვევები, რომლებიც ეხება საქართველოს ხუთი ძირითადი ქალაქისა (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ახალციხე) და ორი საკურორტო ქალაქის (ბორჯომი, აბასთუმანი) ურბანული გეგმარებისა და არქიტექტურული სახის ევოლუციას 1801-1918 წლებში. ქალაქმშენებლობის ისტორიის საკითხები განხილულია ფართო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში.

Leave a comment
 

ავტორები:

ირინე ელიზბარაშვილი

მანანა სურამელაშვილი

ციცინო ჩაჩხუნაშვილი

490 გვერდი

წიგნის მთავარი საგანია საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო ზოლში შემონახული შუა საუკუნეების გამაგრებული დასახლებების ტრადიციული არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობა. ინტენსიური საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებულ მასალასთან ერთად გაანალიზდა და ფართოდ იქნა მოხმობილი არსებული გრაფიკული მასალა, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მონაცემები და ფოლკლორი.

წიგნი საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო დასახლებების არქიტექტურული მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს. პროექტის  (FR/216/1-40/14) ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

წიგნის ელექტრონული ვერსია

Leave a comment
 

ავტორები: მ. ლილუაშვილი, დ. ხოშტარია,
ნ. ჭიჭინაძე

თბილისი, 2018, გვ. 160

ილუსტრირებულ წიგნში განხილულია XIX საუკუნეში საქართველოში რამდენიმე ტალღად ჩამოსახლებული პონტოელი ბერძნების საქმიანობა – არქიტექტურის, კედლისა და დაზგური მხატვრობისა თუ ლიტურგიკული ხელოვნების ნიმუშების საფუძველზე. ბერძენმა ოსტატებმა – ქვითხუროებმა და ხატმწერებმა – XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში ხელშესახები კვალი დატოვეს ქვეყნის ლამის ყველა კუთხეში. ეს წიგნი სწორედ მათი ნამოღვაწარის ზოგადი სურათის წარმოჩენას ემსახურება.

 

Leave a comment
 

ავტორები: ვახტანგ ბერიძე, დიმიტრი თუმანიშვილი.

თბილისი, 2018, გვ. 172

ქვეყნის ხანმოკლე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოცემაა, რომელიც მოიცავს ორ ნარკვევს: ვახტანგ ბერიძის „კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები)“ და დიმიტრი თუმანიშვილის  „ხუროთმოძღვრება და მშენებლობა 1917-1920 წლების საქართველოში“. წიგნი მდიდრულადაა დასურათებული 1918-1921 წლების სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებით, ამ პერიოდში მოღვაწე პირთა ფოტოსურათებითა და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტებით, მოცემულია ქართული ტექსტის სრული ინგლისური თარგმანი და ილუსტრაციების ანოტაციები.

Leave a comment
 

ავტორები: თ. დადიანი, ე. კვაჭატაძე, თ. ხუნდაძე

424გვ.

წიგნი წარმოადგენს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი კვლევითი პროექტის დამაგვირგვინებელ ეტაპს. გამოცემაში “შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება” შევიდა დღემდე გამოუქვეყნებელი უამრავი მასალა, რელიეფები, რომელიც მანამდეც კარგად იყო ცნობილი თავიდან იქნა გადაღებული. ამ გამოცემის საშუალებით იქმნება უწყვეტი სურათი ქართული შუა საუკუნეების ქანდაკების განვითარების და რაც მთავარია, რადგან გამოცემის ძირითადი მიმართულება სამეცნიერო ხასიათისა იყო, ნაშრომში წარმოდგენილია ვრცელი კვლევები რაც მასალის პარალელურად სრულ სურათს ქმნის ქართული ხელოვნების აღნიშნული დარგის განვითარებისათვის, მითითებულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში.

Leave a comment
 

ავტორები: ს.ლეჟავა, მ.გაჩეჩილაძე, ქ.კინწურაშვილი, თ.ბელაშვილი

თბილისი, 2017, გვ. 264

წიგნში ნაჩვენებია მხატვარ ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის მთელი შემოქმედებითი გზა. გამოცემა უხვადაა ილუსტრირებული და მასალა ასახავს მხატვრის როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ, წიგნის მხატვრობის, ქანდაკების, კედლის მხატვრობის და მათ შორის საეკლესიო მონუმენტური მხატვრობის ამსახველ ნამუშევრებს. ვიზუალურ მასალასთან ერთად გამოცემაში წარმოდგენილია ვრცელი სახელოვნებათმცოდნეო ტექსტუალური მასალა, რომელიც მოიცავს ოთხი ავტორის დამოუკიდებელ ტექსტს. მხატვარი წარმოდგენილია, როგორც ისტორიულ, ასევე ზოგად კულტურულ კონტექსტში.

Leave a comment