შპს ”სტუდია XXI” ერთად ცენტრმა გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ  გამოცხადებულ კონკურსში “ახმეტის მუნიცეპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება” . პროექტი დასრულდება 2017 წ.

Leave a comment
 

ალექსანდრე ჯავახიშვილის ნახატების გამოფენა  /19.10-2.11/

ცენტრის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა ცნობილი არქეოლოგის, აკადემიკოს ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილის (1917-1997) გრაფიკული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას. ცნობილი მეცნიერის მხატვრული ნამუშევრები ფართო საზოგადოებისათვის მანამდე სრულიად უცნობი იყო და ამ გამოფენაზე პირველად მოხდა მათი საჯარო ექსპონირება.

Leave a comment
 

ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო თვითნასწავლი მოქანდაკის თემურ ჭილაიას პერსონალური გამოფენა. ავტორმა დამთვალიერებლის წინაშე წარმოადგინა სხვადასხვა მასალაში შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის ხეში, მინასა და ქვაში. ამასთან როგორც მცირე მრავალშრიანი პლასტიკის ნიმუშები, ასევე აკადემიური მრგვალი ქანდაკება. გამოფენა მნიშვნელოვანი იყო არაპროფესიონალი, თვითნასწავლი ხელოვანების შემოქმედების წახალისებისა და პოპულარიზების თვალსაზრისით.

Leave a comment
 

ფერმწერი და გრაფიკოსი ვახტანგ მუსხელიშვილი 1984 წ. ამთავრებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტს. შემდგომ მცირე პერიოდის განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბავშვთა სამხატვრო სასწავლებელში და უკვე 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად მიემგზავრება აშშ-ში. ალბათ ამის გამოც მისი როგორც ხელოვანის გაიგივება ქართველ 80-იანელთა თაობასთან არ ხდება. ის ამჟამად ცხოვრობს ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში და ეწევა აქტიურ შემოქმედებით და კერძო პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასევე სისტემატიურად მართავს პერსონალურ გამოფენებს. მხატვარი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს. 2013წ. თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში გამართა მასტერკლასი. მოეწყო მისი რამდენიმე გამოფენაც. ბუნებრივია ცენტრის საგამოფენო დარბაზში მსგავსი მხატვრის ნამუშევრების ექსპონირება საინტერესო იყო როგორც წმინდა პროფესიული, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანების შემოქმედების გაცნობა-პოპულარიზების თვალსაზრისით. გამოფენის ფარგლებში გაიმართა სემინარი-დისკუსია თავად მხატვართან.

Leave a comment
 

იუნესკოს რეკომენდაციითა, სამინისტროს დაკვეთით ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი მუშაობდა “გელათის მართვის გეგმის განახლება-დაზუსტების პროექტზე”  (2016-2017) ხელმძრვანელი დავით ხოშტარია.

Leave a comment
 

გოგა მაღლაკელიძე ქართველი 80-იანელების თაობის წარმომადგენელია. მან 1986წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. იყო მხატვრული გაერთიანება “არქივარიუსების” წევრი. 1988წ.-დან ის აქტიურად მუშაობს რელიგიურ თემატიკაზე. მოგვიანებით ქმნის საეკელესიო ხელოვნების ნიმუშებსაც. ამ თვალსაზრისით, დღეს-დღეობით, მისი ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი  სოფ.ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობაა, რომელიც მხატვარმა 2013-14წწ.-ში შეასრულა. ცენტრის საგამოფენო დარბაზში მიმდინარე მხატვრის გამოფენის ფარგლებში ასევე მოეწყო სემინარი გოგა მაღლაკელიძის შემოქმედებისა და თანამედროვე საეკლესიო ხელოვნებაში არსებული პრობლემების შესახებ, სადაც ისაუბრა თავად მხატვარმა.

Leave a comment
 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანის მიერ შესრულებული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები – გობელენები. სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა ექსპოზიციაზე გობელენებისა და ხალიჩის ტექნიკით შესრულებული მცირე ნამუშევრების გარდა ხელნაკეთი სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარებიც წარმოადგინა.

Leave a comment
 

ცენტრმა გაიმარჯვა საკონსულტაციო ცენტრ “გეოგრაფიკთან” ერთად
საქართველოს ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის  კონკურსში – “მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება” . პროექტის განხორციელება დასრულდება 2017 წ.

Leave a comment