31.03.17 – ცენტრში გაიმართა გ.ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსების თარიღს 1 აპრილს.
ცენტრი, როგორც პარტნიორი მონაწილეობს საერთაშორისო პროექტში (PORTUS. Black Sea Cultural Port in Action), რომელიც 2017 წელს წარდგენილ იქნა, ევრო-კავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამაში, წამყვანი ორგანიზაციაა: European Centre of Byzantine and Postbyzantine Monuments (EKBMM) , თესალონიკი, საბერძნეთი. დამტკიცების შემთხვევაში პროექტის განხორციელება დაიწყება2018 წ. ეს პროექტი არის ლოგიკური გაგრძელება 2012-2015 წლებში განხორციელებული ორი საერთაშორისო პროექტის : “OLKAS.From the Aegean to the Black Sea – Medieval Ports in the Maritime Routs of the East” და “LIMEN. Cultural Ports from Aegean to the Black Sea”, რომელთა განხორციელებაში გ.ჩუბინაშვილის ცენტრი მონაწილეობდა როგორც პარტნიორი.
დურუჯისპირა ბაზილიკის კომპოზიციის რაობისთვის – გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრი – მომხსენებელი ნ.არონიშიძე
14.03.17 – ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, საჯარო ლექცია თემაზე: “ძველი თბილისის დაცვის პრობლემები”. ლექცია ორგანიზებული იყო ურბანული ლაბორატორიის მიერ. მომხსენებელი – ნ. ნაცვლიშვილი
7.02 – წიგნის “უცნობი სერგო ქობულაძე” პრეზენტაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროში
მხატვარ ნოდარ აფციაურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ცენტრის საგამოფენო დარბაზში Ars Georgica.
ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მხატვრ ნოდარ აფციაურის პერსონალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შემოქმედების სხვადსახვა ეტაპზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკება, მინისა და ხის ნაკეთობები. მსგავსი მრავალფეროვნება, თა ვმოყრილი ერთ საგამოფენო სივრცეში, ყველაზე კარგად წარმოაჩენს მხატვრის მოღვაწეობის საერთო სპექტრსა და მასშტაბს.
16-18.01.17 ჩატარდა ტრენინგი ცენტრის ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებზე. (ნინო ყანჩაველი, მაია მეტრეველი, ნანა ხუსკივაძე
5-15 დეკემბერი
აღნიშნული გამოფენა გარკვეულწილად წელს ცენტრში ამ თემისადმი მიძღვნილი არაერთი გამოფენისა თუ სემინარების ციკლის გაგრძელება იყო. ექსპოზიცია დაეთმო ხელოვანების: იოსებ ანდრიაძისა და დიმიტრი რაზმაძის ნამუშევრებს. მათი უმეტესობა რელიგიური ხასიათისა იყო. გამოფენის ფარგლებში მოეწყო განხილვა თანამედროვე საეკლესიო ხელოვნების პრობლემების და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.