18-26.09.2017 – განხორციელდა ერთობლივი ექსპედიციები იაპონურ მხარესა და ცენტრის თანამშრომლების მიერ, რაც დამაგვირგვინებელი ნაწილი იყო ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის: Interaction and Evolution of Architectural Technique in the Region Amalgamated with Christian and Islamic Culture. პროექტი თავის მხრივ ითვალისწინებდა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აზომვასა და ფოტოგრამეტრიულ ფიქსაციას.

Leave a comment
 

18-23. 09. 2017 – მოეწყო საქართველოს წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტი იუნესკოს შტაბ-ბინაში. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ქ. აბაშიძე, როგორც საპატრიარქოსთან არსებული ხელოვნების საბჭოს წევრი, მონაწილეობას ღებულობდა აღნიშნულ ღონისძიებაში.

Leave a comment
 

14.09.2017 გაიმართა ცენტრის დირექტორის, მარიამ დიდებულიძის, შეხვედრა ევროკავშირის ექსპერტთან, ბატონ ტერი სანდელთან (Terry Sandel). განიხილებოდა მემკვიდრეობის დაფინანსების საკითხები. ტერი სანდელი გაეცნო ცენტრის მოსაზრებებს და წინადადებებს, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის დაფინანსების საკითხებზე და არსებულ პრობლემებზე.

Leave a comment
 

12.09.17

ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მხატვარ-გრაფიკოსის ლადო ბრეგაძის ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევრების რამდენიმე სერია და ის ნამუშევრები, რომელიც ხელოვანმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა, რის გამოც მათ ფართო საზოგადოება საერთოს არ იცნობდა.

Leave a comment
 

12-22.09.2017 – კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) ინიციატივითა და გეტის ფონდის (აშშ) დაფინანსებით მოეწყო კვლევითი სემინარი “საზღვრების გადაკვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში”. წელს სემინარი ჩატარდა საქართველოში  და ისევე, როგორც წინა წლებში, მასში მონაწილეობას იღებდნენ ცენტრის თანამშრომლები.

Leave a comment
 

25.08.17-3.09.17 ცენტრში განხორციელდა ერთობლივი საზაფხულო სკოლის სწავლების კურსი, სადაც ცენტრის თანამშრომლები და ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის პროფესორები მიკელე ბაჩი, ბარბარა შელევალდი, მანუელა სტუდერი, თომას კაფენბერგერი, ატარებდნენ საუბრებს და გასვლით ღონისძიებებს საქართველოს სხვადსახვა რეგიონში არსებულ ძეგლებზე. სტუდენტები, რომლებიც ასევე ფრიბურგიდან იყვნენ ჩამოსულები, სპეციალურად ამ საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოგზაურობდნენ, თავიანთ პედაგოგებთან და ცენტრის თანამშრომლებთAნ ერთად საქართველოს რეგიონებში, ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლების სანახავად.

Leave a comment
 

8 -14.09.2017 – ჩატარდა კურტოს ინსტიტუტის მიერ, გეტის ფონდის დაფინანსებით ორგანიზებული მორიგი სამოგზაურო-კვლევითი სემინარი ციკლიდან “საზღვრების გადაკვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში” (Travelling Research Seminar Crossing Frontiers: Christians and Muslims and Their Art in Eastern Anatolia and the Caucasus). ამ სემინარში, როგორც სემინარის უმცროსმა წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ცენტრის თანამშრომლებმა – ნ.ნაცვლიშვილმა და ნ.ჩიტიშვილმა.

 

Leave a comment
 

12.06.17 – 12.07.17

მოეწყო ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის გოგი ხოშტარიას ნამუშევრების გამოფენა.

Leave a comment