სეზონური სკოლა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ბაზელის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სემინარის, ფრიბურგის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრისა და ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამონაწილეობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (№ MG_ISE_18_2142), აცხადებს

სეზონურ სკოლას

ტაო-კლარეთი ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები

2019 წლის 7-16 სექტემბერი

პროექტის შესახებ

ტაო-კლარჯეთი ზოგადი სახელია იმ სულიერი და კულტურული მემკვიდრეობისა, რომელიც თავის თავში მოიცავს შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში შექმნილ უძრავ და მოძრავ ძეგლებს. იგი უშუალოდ უკავშირდება იმ ისტორიულ ქართულ პროვინციებს, რომლებიც თურქეთის საზღვრებშია მოქცეული (ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, ერუშეთი, კოლა-ოლთისი და სპერი). არქიტექტურულ ძეგლთა უმრავლესობა  ერზერუმის, ართვინის და არდაჰანის  ვილაიეთებში მდებარეობს. მოძრავი ძეგლების (ჯვარ-ხატები, ხელნაწერები, ქანდაკებები და სხვა) უმრავლესობა კი დაცულია თბილისის სხვადასხვა სამუზეუმო სივრცესა და საცავში.

სეზონური სკოლის მთავარი მიზანია, პროგრამის მონაწილეებს ადგილზე გააცნოს ტაო-კლარჯეთის უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლები, წარმოაჩინოს მათი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის, ქართული ხელოვნების, ბიზანტიური და რეგიონალური (კავკასია, ისლამური ანატოლია) კულტურის კონტექსტში.

სეზონური სკოლა იმუშავებს ათი დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე მონაწილეები იმოგზაურებენ როგორც საქართველოში, ასევე,  ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. სკოლა იმუშავებს სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებაში დამკვიდრებული ფორმატით.  სემინარი და დისკუსიები უმთავრესად გაიმართება არა აუდიტორიაში, არამედ საველე პირობებში, იქნება ეს ღია ცის ქვეშ არსებული ძეგლები (კუმურდო, ოშკი, ხახული და სხვა) თუ სამუზეუმო სივრცეში დაცული ნივთები (მაგ. ხახულის ხატი, ანჩის ხატი, წყაროსთავის ოთხთავი და სხვა).  ამასთან, ჩატარდება ლექციები და გაიმართება დისკუსიები.

სეზონური სკოლის მონაწილენი ვალდებულნი არიან, წინასწარ დაამუშაონ ჩვენ მიერ ელექტრონულად მიწოდებული სამეცნიერო ლიტერატურა და შეთანხმებულ თემებზე წარმოადგინონ მოხსენებები; ამავე დროს, მონაწილეობა მიიღონ  დისკუსიებში, სეზონურ სკოლაში შესწავლილი საკითხები კი  ასახონ მომავალ სამეცნიერო კვლევებსა და პუბლიკაციებში.

სეზონური სკოლის სამუშაო ენაა ინგლისური.

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი სეზონური სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადასცემს  სერთიფიკატს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

პროგრამა უზრუნველყოფს სეზონური სკოლის სასწავლო პროცესს. იგი ითვალისწინებს ათი დღის განმავლობაში მონაწილეთა ძეგლებამდე ტრანსპორტირებას, განთავსებას  სასტუმროში   (სტუდენტებისათვის ოთახი იქნება საზიარო), კვებას, მუზეუმში შესვლას. განმცხადებლები ვალდებულნი არიან, თავად დაფარონ ორმხრივი მგზავრობის ხარჯები, ვიზის მოსაკრებელი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სამოგზაურო / ჯანმრთელობის დაზღვევა, ამასთან, თან იქონიონ საკუთარი ჯიბის ფული.

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა:

განაცხადი შეუძლია შემოიტანოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ან ახალგაზრდა მეცნიერი. განმცხადებლის ინტერესის სფეროს უნდა  წარმოადგენდეს საქართველოს, კავკასიის,  შუა საუკუნეების  ანატოლიისა და ბიზანტიის ხელოვნება, კულტურა.

უპირატესობა მიეცემათ  იმ სტუდენტებს, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან   ან წარმოადგენენ თურქულ სასწავლო/სამეცნიერო ინსტიტუციას.

განცხადების ფორმა

განაცხადის ბოლო ვადაა : 2019 წლის 28 თებერვალი

განაცხადის ფორმა pdf ფაილის სახით გამოგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:

taoschool2019@gmail.com

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ 2019 წლის 30 აპრილამდე

 

ორგანიზატორები

[logoshowcase center_mode=”true” slides_column=”5″ show_title=”true”]

Leave a comment
 

ავტორები:

ირინე ელიზბარაშვილი

მანანა სურამელაშვილი

ციცინო ჩაჩხუნაშვილი

490 გვერდი

წიგნის მთავარი საგანია საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო ზოლში შემონახული შუა საუკუნეების გამაგრებული დასახლებების ტრადიციული არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობა. ინტენსიური საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებულ მასალასთან ერთად გაანალიზდა და ფართოდ იქნა მოხმობილი არსებული გრაფიკული მასალა, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მონაცემები და ფოლკლორი.

წიგნი საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო დასახლებების არქიტექტურული მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს. პროექტის  (FR/216/1-40/14) ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

წიგნის ელექტრონული ვერსია

Leave a comment
 

სეზონური სკოლა

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ წარდგენილი პროექტი „ტაო-კლარჯეთი – ისტორია და მემკვიდრეობა – მოძრავი და უძრავი ძეგლები“  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის საგრანტო კონკურსის (მობილობის და საერთაშორის სამეცნიერო ღონისძიებების)  II ლოტის № MG_ISE_18_2142 სეზონური სკოლის გამარჯვებულია. პროექტის თანამონაწილე ინსტიტუციებია – მაქს პლანკის ფლორენციის ინსტიტუტი, ბაზელის უნივერსიტეტის ხელვნების  სემინარი, ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრა.

Leave a comment
 
2018 წლის 26 ივნისს – 2 ივლისს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში  მოეწყო ფოტო გამოფენა:  აჭარის ხის მეჩეთები.   გამოფენის მომწყობები:  მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორანტი, კანადელი არქიტექტორი  სიუზენ ჰარის-ბრანდტსი; ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის დოქტორანტი  ენჯელა ვილერი და ფოტოგრაფი ვლადიმერ შიოშვილი (საქართველო-აშშ).
გამოფენის ავტორები იკვლევენ  ყოფილ საბჭოთა კავშირში კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული იდენტობის საკითხებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფართო ფორმატიანი ფოტოები მთიან აჭარაში შემორჩენილი ხის მეჩეთების, შესაბამისი ნახაზებით, ჩანახატებით, შესაბამისი ანოტაციებით და ა.შ. გამოფენის კატალოგი  და ღია ბარათები ასევე იქნა წარმოდგენილი გამოფენის მნახველთათვის.
Leave a comment
 

სეზონური სკოლა

ა/წ 28 მაისს – 6 ივნისს თბილისში ჩატარდა საზაფხულო სკოლა პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის, ხელმძღვანელი ­- დარგის ცნობილი ექსპერტი პროფ. დონოვან რიპკემა.  საზაფხულო სკოლა განხორციელდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს იკომოსის მონაწილეობით.

31 მაისს სტუდენტთა ჯგუფი ეწვია გ. ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრს.  ცენტრის მთავარმა თანამშრომელმა მაია მანიამ წაუკითხა ლექცია ქ. თბილისის არქიტექტურაზე მის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მარიამ დიდებულიძემ გააცნო გ. ჩუბინაშვილის ცენტრის ისტორია, მისი ამოცანები, სამეცნიერო კვლევის მიმართულებები, დაათვალიერეს ცენტრის ბიბლიოთეკა, ფოტო-არქივი.
ამერიკელ სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ  ცენტრის მიერ გამოცემული წიგნი “Ancient Georgian Art”

Leave a comment
 

29.12.17-12.01.18
გამოფენა მიეძღვნა მხატვარ ჯემალ ლოლუას დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. ჯემალ ლოლუა (1932-2001), ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ე.წ. 50-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მან მნიშვნელოვანი როლი შესარულა XXს.-ის ქართული დაზგური გრაფიკის განვითარების ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მხატვრის მოღვაწეობა წიგნის გრაფიკის, პლაკატის, კარიკატურის შრიფტისა და ექსლიბრისის მიმართულებით.

 

 

 

 

Leave a comment
 

17.10.2017 – საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინიციატივით, ცენტრმა უმასპინძლა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ავტორის დევიდ მაკის ნამუშევრების გამოფენას.
გამოფენის შემდგომ მოეწყო ვორქ-შოფი, სადაც ავტორმა თავად ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და მეტი თვალსაჩინოებისათვის შეკრებილთ ეტაპობრივად უჩვენა თუ როგორ მუშაობს მასალაში.

Leave a comment
 

13.12.2017 ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ერმილე მაღრაძემ წარმოადგინა მოხსენება –  ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიისა და მასალების შესახებ.

Leave a comment