ახალი წელი

ახალი წელი

Leave a comment
 

2010 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შედგა შეხვედრა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს საგანმანათლებლო ბროშურები:

ძეგლზე მოქცევის წესები ყმაწვილთათვის” და “რეკომენდაციები ძეგლთა მოყვარულთათვის, ანუ როგორ მოვეპყრათ ძეგლებს”.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი ბესარიონ მაცაბერიძე.
ბროშურები მომზადდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში. დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. ავტორები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები ლალი ანდრონიკაშვილი, მარიამ დიდებულიძე, დიმიტრი თუმანიშვილი. მხატვარი: დიმიტრი ანთაძე.

წარმოდგენილი ბროშურების გამოცემის მიზანია ყმაწვილებს განემარტოთ, თუ რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის საქმეში.
ბროშურა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს სწორად წარმართონ თავისი საქმიანობა, მათ შეიძლება თავისივე რეგიონში არსებული ბევრი უცნობი ძეგლი გამოავლინონ, რისთვისაც გამოადგებათ ბროშურაში მოცემული რჩევები.განსაკუთრებით აქტუალურია უფროსკლასელთათვის რჩევების მიცემა მათივე რეგიონში, ან უბანში არსებული ძეგლების (განსაკუთრებით უცნობი) აღნუსხვასთან დაკავშირებით: ჩახატვა, ფოტოგრაფირება, წარწერების გადმოხატვა და ფიქსაცია, ძეგლის აღწერა, მოსახლეობაში არსებული გადმოცემების ან სხვა სახის ცნობების შეგროვება და სხვ.ბროშურები რიგდება როგორც თბილისის, ასევე სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და სახელოვნებო სასწავლებლებში.

Leave a comment
 

დაჯილდოება

2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა მეცნიერებათა  აკადემიამ გამოაცხადა 2010 წლის სამეცნიერო პრემიების ლაურეატები.

აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის პრემია გადაეცა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს პროფესორ კიტი მაჩაბელს  წიგნისთვის “შუა საუკუნეების ქვა-ჯვარები” (გამოცემულია გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ 2010 წელს)

Leave a comment
 

2010 წლის 5 ნოემბერს ბრიტანეთის საბჭოს (British Council) თაოსნობოთ ა. ქუთათელაძის სახ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოეწყო ბრიტანეთის საბჭოს კოლექციაში არსებული ინგლისელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

გამოფენაზე მოწვეული იყო საქართველოში სტუმრად მყოფი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ედვარდი..

პრინცი ედვარდი შეხვდა გამოფენაზე მოწვეულ ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, მათ შორის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორს მარიამ დიდებულიძეს და ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელს მაია მანიას, რომლებმაც პრინც ედვარდს გააცნეს ცენტრის სამეცნიერო და საქმიანი ურთიერთობები შესაბამის ბრიტანულ ორგანიზაციებთან, მათ შორის FARIG- -თან. მ. დიდებულიძემ პრინცს გადასცა  ცენტრის მიერ გამოცემული წიგნი “ქართული ქრისტიანული ხელოვნება”.

Leave a comment
 

12 ოქტომბერი   –   10:00

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტი
(თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, N 53, IV სართული)

მცხეთის ათორმეტ მოციქულთა სახელობის სვეტიცხოვლის ტაძრის ახლად აგების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს საპატრიარქო
გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

1. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი – საქართველოს დედა ეკლესია

2. სვეტიცხოვლის ტაძარი და საქართველოს ეკლესიის ისტორია

3. მცხეთა – მეორე იერუსალიმი (თამილა მგალობლიშვილი)

4. სვეტიცხოვლის ტაძრის ხუროთმოძღვრება  (დიმიტრი თუმანიშვილი)

5. სვეტიცხოვლის ტაძრის კედლის მხატვრობა (ფლერ დევდარიანი)

6. სვეტიცხოვლის ტაძრის სიწმინდეები (ქეთევან აბაშიძე)

Leave a comment
 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  2010 წლის 5-8 ოქტომბერს ჩატარდა
საერთაშორისო კონფერენცია “ტაო-კლარჯეთი: ისტორია
და პერსპექტივები უახლესი კვლევების ფონზე”

მონაწილეობდნენ:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრი

კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით

Leave a comment
 

გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლები ახალ შენობაში

Leave a comment
 

30 ივლისს, 13.00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრთან.

ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ მუშაობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებთან დაკავშირებული ყველა მიმართულებით:

1. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება;
2. ცენტრის აქტიური მონაწილეობა აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში;
3. აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების სტუდენტების პრაქტიკის ორგანიზება ცენტრის ბაზაზე;
4. ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება.

ჩარჩო შეთანხმება ერთობლივი საქმიანობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს შორის

Leave a comment