გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი აცხადებს  ღია საჯარო კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 22.07.2022-დან, 6.08.2022 -მდე
საკონკურსო განაცხადები მიიღება როგორც მყარი (მის. თბილისი, ათონელის N 9), ასევე ელექტრონული ფორმით ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: g_ch_centre@yahoo.com
საკონტაქტო პირი: ნანა ღარიბაშვილი  299 05 88; 599 23 54 53
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში

  1. სამეცნიერო განყოფილების ვაკანტური ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესი
  2. ძვ. ხელოვ. განყ. გამგის საკონკურსო განცხადება
  3. თანამედ. ხელოვ. განყ. გამგის საკონკურსო განცხადება
  4. განცხადების ფორმა
  5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე

 

 

Leave a comment
 
 

დრო და მხატვარი

pdf: დრო და მხატვარი

 

ავტორი: კიტი მაჩაბელი

 

თბილისი 2021

Leave a comment
 

 

 

 

 

 

 

პროექტი

მემორიალური ძეგლები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის.

პროექტი N HE-18-339, 2018 – 2021 წწ.

პროექტის ხელმძღვანელი – ეკატერინე კვაჭატაძე,
პროექტის მონაწილეები: კოორდინატორი – გიორგი პაპაშვილი, მანონ ლილუაშვილი, ნოდარ არონიშიძე.
პროექტის კონსულტანტი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ნადირაძე, მონოგრაფიის რედაქტორი –  ხელოვნებთმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში შუა საუკუნეებიდან მოკიდებული მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე შემონახულ მემორიალურ ძეგლთა მოკვლევასა და შესწავლას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს უმრავლეს რეგიონში 2000-ზე მეტი მემორიალური ძეგლის (საფლავის ქვები, მემორიალური ქანდაკება, ობელისკები, არქიტექტურული ნაგებობები, ცხვრისა და ცხენის ქანდაკებები) მოძიება (კოორდინატების დატანით), აღნუსხვა, გაზომვა, დეტალური ფოტოფიქსაცია, კლასიფიკაცია, ტიპოლოგიზაცია, ანალიზი. ამ მასალის მიხედვით შესრულდა ძეგლთა ანოტირებული ნუსხა.
პროექტი ითვალისწინებს ქართული მემორიალური ძეგლების შესახებ მრავალრიცხოვანი ფოტომასალით აღჭურვილი მონოგრაფიული ნაშრომის გამოცემას ორ ენაზე (ქართული, ინგლისური).
პროექტის ფარგლებში  პროექტის მონაწილეთა მიერ სამეცნიერო ჟურნალებში დაიბეჭდა ორი სტატია, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე წაკითხულ იქნა ორი მოხსენება.

 

 

Leave a comment
 

საერთაშორისო კონფერენცია
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება

24-25/06/2021

კონფერენცია გაიმართა ონლაინ, ზუმის/zoom პლათფორმაზე.

ორგანიზატორები:
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

პარტნიორები:
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

კონფერენციის პრორგამა:
https://el.ge/articles/537913…

კრებული. კონფერენციის მასალები. pdf

 

 

 

 

Leave a comment
 

 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრმის ინიციატივითა და ორგანიზებით, დავით კაკაბაძის ფონდთან ერთად 2021 წლის 24-25 მაისს მოეწყო სამეცნიერო კონფერენციას:
ხელოვნება და სივრცე – დავით კაკბაძე – მეცნიერი, მოაზროვნე, მხატვარი.
კონფერენცია გაიმართა online ფორმატში. წარმოდგენილი იყო 18 მოხსენება.
კონფერენცია მიზნად ისახავდა, დავით კაკაბაძის მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის, ყველა მიმართულების მაქსიმალური სისრულით თავმოყრა-წარმოჩენას. წარმოდგენილი იყო კვლევები მისი დაზგური ფერწერისა და გრაფიკის, ქანდაკების, კინო-მხატვრობისა და თეატრის მხატვრობის შესახებ.
დავით კაკაბაძე, ხელოვანი – ქართული ხელოვნების კონტექსტში; დავით კაკაბაძე, ხელოვანი – ზოგადევროპული მხატვრული სააზროვნო სივრცის არეალში.

პროგრამა

Leave a comment
 
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრისა და ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში 2020 წლის 9 ოქტომბერს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ეკატერინე გედევანიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა – ხახულის გუმბათის მოხატულობა- ესქატოლოგიური და ისტორიული კონტექსტი.
ამ ლექციით სრულდება 2019 წელს ჩუბინაშვილის ცენტრის თაოსნობით განხორციელდა პროექტი: სეზონური სკოლა „ტაო-კლარჯეთი ისტორია და მემკვიდრეობა – მოძრავი და უძრავი ძეგლები“.
პროექტის ოფიციალური პარტნიორები: ფრიბურგის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრა, ბაზელის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სემინარი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
პროექტის ფარგლებში გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა დარგის არაერთ წამყვან სპეციალისტს უმასპინძლა ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციიდან (პროფესორი ბარბარა შელევალდი – ბაზელის უნივერსიტეტი, შვეიცარია; პროფესორი გერჰარდ ვოლფი – ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; პროფესორი მიქელე ბაჩი – ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია; დოქტორი ანეტ ჰოფმანი – ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი; დოქტორი ტოლგა უიარი – ნევშეჰირის უნივერსიტეტი, კაბადოკია, თურქეთი; პროფესორი კორნელია ჰორნი – ჰალევიტენბერგის უნივერსიტეტი, მარტინ ლუთერის სახელობის ინსტიტუტი, გერმანია; დოქტორი თომას კაფენბერგერი – ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია; დოქტორი მანუელა დი შტუდერი – ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია).
ტაო-კლარჯეთის ძეგლების მონახულებისას, ადგილზე გამართული არაერთი პრეზენტაციის შემდგომ მოეწყო შემაჯამებელი განხილვა, გაიმართა საჯარო ლექცია (პროფესორი ბარბარა შელევალდი) და ტაო-კლარჯეთის ძეგლების ამსახველი ფოტო-გამოფენა (თამაზ დვალი).
პროექტის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე ქართველი მეცნიერები გაემგზავრნენ შვეიცარიაში და ბერნის უნივერსიტეტში, შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, სადაც პროექტის ფარგლებში მომზადებული მოხსენებების პრეზენტაცია განხორციელდა.
აღნიშნულ პროექტს არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა: მანუელა დი შტუდერის და ტომას კაფენბერგერის (ფრიბურგის უნივერსიტეტი) ინიაციატივით ჟურნალ CONVIVIUM-ში ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების ბეჭდვა. გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის გრძელვადიანი სტაჟირება, ფლორენციის მაქს პლანკის ინსტიტუტში, ერთობლივი კვლევების დაგეგმვა-განხორციელების შესაძლებლობა და ა.შ.

https://www.khi.fi.it/…/10/khakhuli-dome-decoration.php

 

Leave a comment