2015 წლის 25-27 ივნისს საერთაშორისო პროექტის “ლიმენი. კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე”  (ფინანსდება ევროკავშირის მიერ) ფარგლებში ქ. ოდესაში, (უკრაინა) ჩატარდა საერთაშორისო სემინარი კულტურული ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხებზე. სემინარში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ დიდებულიძემ და პროექტის ადგილობრივი ქსელის წარმომადგენელმა, თამარ კაიკაციშვილმა (აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი).

ქართული მხარის წარმომადგენლებმა სემინარზე განსახილველად წარადგინეს მოხსენებები კულტურული ტურიზმის განვითარების თაობაზე  აჭარასა და მთლიანად საქართველოში, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით.

Leave a comment
 

10 ივნისს 18 საათზე გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენაქართულინახატი“, სადაც ექსპონირებული იყო XX ს.-ის ოთხი გამორჩეული ქართველი ხელოვანის ედმონდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, დიმიტრი ერისთავისა და გივიკასრაძის გრაფიკული ნამუშევრები, შექმნილი  გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. მსგავსი რეტროსპექციის წყალობით ნათლად გამოიკვეთა დაზგურ გრაფიკაში მოღვაწე ამ ხელოვანების შემოქმედებისათვის და ზოგადად, თანადროული ქართული მხატვრული აზროვნებისატვის დამახასიათებელი ზოგიერთი მეტად მნიშვნელოვანი თავისებურება.

გამოფენას წინ უძღოდა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მზია ჩიხრაძის მოხსენება თემაზე: ნახატის განვითარების ისტორია და თანამედროვე ქართული ნახატი.

Leave a comment
 

ამა წლის 29 მაისს 18 საათზე გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა მხატვარ-გრაფიკოსის გურანდა ქლიბაძის გამოფენა „რას ნიშნავს იყო ქალი მხატვარი?!“წარმოდგენილი იყო მონოტიპიის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. გამოფენის საერთო კონტექსტი, ზოგადად ხელოვნებაში გენდერული საკითხის აქტუალობაზე ახდენდა აქცენტირებას. თუმცა ამ პრობლემის პარალელურად საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თანამედროვე ქართული გრაფიკის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენლის შემოქმედებას და მიმდინარე ზოგადკულტურული პროცესებისადმი მიდგომა-მისადაგების ან ახალი მხატვრული რეალობის შექმნის მცდელობა-შესაძლობლობის კონტექსტში.

გამოფენას წინ უძღოდა ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას ლექცია-მოხსენება თემაზე:  რას ნიშნავს იყო ქალი მხატვარი?!

Leave a comment
 

2015 წლის 15 მაისს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, ხოლო 19 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის მართვის გეგმის პრეზენტაციაგაიმართა.

გელათის მონასტრის მართვის გეგმის წინასწარი მონახაზი ცენტრმა  2013 წლის აგვისტო-დეკემბერში შეიმუშავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაკვეთით. 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ცენტრმა განახორციელა პროექტი ,,გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის მართვის გეგმის მომზადება”. პროექტით განსაზღვრული ამოცანები გულისხმობდა მართვის გეგმაზე მუშაობის დასრულებას იუნესკოს მოთხოვნების შესაბამისად და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით. პროექტის განსახორციელებლად ცენტრში ჩამოყალიბდა ინტერდისციპლინარული  ჯგუფი როგორც ცენტრის თანამშრომლების, ისე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. ჩატარებული სამუშაო ეფუძნება ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც გულისხმობს ძეგლის განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულების დაცვას მისი გარემოს (ბუფერული ზონის) კულტურული, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების დაცვასა და შენახვასთან კავშირში.

Leave a comment
 
148

გამოფენა „ხატავენ მუსიკოსები“

2015  წლის 23 აპრილის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზი: „ARS GEORGICA“ , გაიხსნა გამოფენა: „ხატავენ მუსიკოსები“

ექსპონირებულია მუსიკოსების: როდამ ჯანდიერის, ჯარჯი ბალანჩივაძის, მაია კანკავას, ანრი ბასილაიას, პაკო გუკასოვის, შორენა ბოლქვაძის, თემო მათურელის, იზა ნადირაძის, დინი ვირსალაძის, არტიომ ალაბულიანცის, მზექალა ბერძენიშვილის, ანი მელიქიძის, გალინა ბანდურას ნამუშევრები (ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი).

გამოფენა გრძელდება 11 მაისამდე.
მისამართი: ათონელის ქ. N 9

Leave a comment
 

ა/წ 16-18 აპრილს პროექტის “ლიმენი: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” ფარგლებში ქალაქ ბათუმში შედგა შეხვედრა პროექტის განმახორციელებელ ჯგუფსა  და ადგილობრივი ქსელის წარმომადგენლებს შორის. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრობლობის პროგრამის ფარგლებში.
ორგანიზატორი: ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი); პროექტის პარტნიორი საქართველოში: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.
სამდღიანი შეხვედრების განმავლობაში გ. ჩუბინაშვილის ცენტრის წარმომადგენლები: მ. დიდებულიძე (პროექტის ხელმძღვანელი), მზია ჯანჯალია და მაკა ბულია  შეხვდენენ  პროექტის ადგილობრივი ქსელის ორგანიზაციათა წარმომადგენლებს.
განხილულ იქნა და დამუშავდა ტურისტული საინფორმაციო მასალის ფორმები, შემადგენლობა, კატეგორიები,  ასევე კულტურული ტურიზმის მარშრუტებში შესატანი ძეგლების სიები; ტელესივრცეში აჭარის და კერძოდ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის გამიზნული კლიპის და ასევე  კულტურული ტურიზმის გზამკვლევისა და საინფორმაციო მასალების შექმნა.
ცალკე საკითხად განხილულ იქნა საინფორმაციო ფირნიშების ფორმები, მასალა, როგორც ევროკავშირის მიერ  შემოთავაზებული, ასევე ამჟამად საქართველოში დამუშავების პროცესში მყოფი ვარიანტები.
შეხვედრები მოეწყო რუსთაველის სახ. უნივერსიტეტში და არქეოლოგიურ მუზეუმში. ბოლო შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდა  აჭარის კულტურის მინისტრის ბ-ნ გ. თავამაიშვილის მონაწილეობით და სააგენტოს ახლად დანიშნული დირექტორის მირანდა ჩარკვიანის ხელმძღვანელობით.
დაიგეგმა მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა ამ სფეროში

Leave a comment
 

18 თებერვალს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების  ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა დალი მუხაძის პერსონალური გამოფენა

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში “Ars Georgica” , 9 იანვარს, 17:00 საათზე გაიხსნა გამოფენა: “ხელოვნებათმცოდნეთა სახეები XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში”.

წარმოგენილია ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელთა პორტრეტები, რომლებიც შესრულებულია ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მხატვრების მიერ. წარმოდგენილია:

ქეთევან მაღალაშვილის, უჩა ჯაფარიძის, პეტრე ბლიოტკინის, დუდა გაბაშვილის, ჟანი მეძმარიაშვილის, გიორგი ჯაშის, ირაკლი ოჩიაურის, ირაკლი თოიძის, რობერტ სტურუას, ედმონდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, თემურ მაჭავარიანის, თამაზ ხუციშვილის, სოსო წერეთლის, გივი თუმანიშვილის, ირაკლი ფარჯიანის, გია ბუღაძის, ლევან ჭოღოშვილის, კარლო კაჭარავას, ოლეგ ქოჩაკიძის, ვახტანგ ონიანის, ნოდარ აფციაურის, ავთანდილ პოპიაშვილის, ბესარიონ არბოლიშვილის, ცისია კილაძის, ვახტანგ და გოგი ხოშიარიას,  ასმათ ოქროპირიძის, დოდო ჭიკაიძის, ნიკუშა შენგელაიას,  დიანა ყიფიანის, ბესო ებრალიძის  ნამუშევრები.

გამოფენა გრძელდება 2015 წლის 30 იანვრამდე

Leave a comment