2011 წლის 17-20 თებერვალს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მოეწყო სამდღიანი ექსპედიცია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ექსპერტები  –  ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, არქიტექტორები, კონსტრუქტორები და ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ ქართული ხუროთმოძღვრების  ძეგლებს.

დიდთოვლობის გამო მოხერხდა მხოლოდ  ოშკისა და იშხნის ეკლესიების დათვალიერება. ეს უნიკალური ტაძრები სავალალო მდგომარეობაშია და მათ გადასარჩენად სასწრაფო ზომებია მისაღები. ექსპედიციაში სხვებთან ერთად  მონაწილეობდა  გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების გამგე დავით ხოშტარია.

Leave a comment
 

დაჯილდოება

2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა მეცნიერებათა  აკადემიამ გამოაცხადა 2010 წლის სამეცნიერო პრემიების ლაურეატები.

აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის პრემია გადაეცა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს პროფესორ კიტი მაჩაბელს  წიგნისთვის “შუა საუკუნეების ქვა-ჯვარები” (გამოცემულია გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ 2010 წელს)

Leave a comment
 

გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლები ახალ შენობაში

Leave a comment
 

2010 წლის 15-20 ივლისს შედგა გიორგი ჩუბინაშვილის ცენრის,  მაქს პლანკის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტისა და ბაზელი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტით დაგეგმილი სვანეთის ექსპედიცია. ექსპედიცია მიზნად ისახავდა სვანეთის ძეგლების მონახულებას (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, ხატწერა). საგანგებო ყურადღება დაეთმო  მუზეუმის ექსპონატთა შესწავლას (ხატწერა, ხელნაწერი წიგნი და სხვა). იხ. გეგმა.

ყოველ ძეგლზე ეწყობოდა სამეცნიერო დისკუსიები. ექსპედიციის ერთ-ერთი მიზანი ძეგლთა ფოტოფიქსაციაც იყო. გადაღებული მასალა მოგვიანებით მაქს პლანკის ფოტოარქივის შემადგენლობაში შევა.

მონაწილეთა სია:  ბარბარა შელევალდი, გერჰარდ ვოლფი, მიქელე ბაჩი, სოფია შვაინფურტი, ბრიგიტ ბორკოფი, მანუელა დიჯორჯი, ანეტტ ჰოფმანი, მარინა ქევხიშვილი, დრორ მაიენი, ემა მაენი, ეკატერინე გედევანიშვილი, მარინე ყენია, გიორგი პატაშური.

 

Leave a comment
 

2010 წლის 18-21 მაისს ჩატარდა თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი, სადაც წარდგენილი იყო გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნები:
თ. ვირსალაძე, ქართული მხატვრობის ისტორიიდან; თეატრის მხატვრობა – 1920-1950; მცხეთის წმ. ჯვრის ტაძარი; დავით გარეჯის მონასტრები – ლავრა, უდაბნო;  ვ. ბერიძე, ნიკო ფიროსმანაშვილი; კ.მაჩაბელი, ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარები; ი.ხუსკივაძე, ზარათი, წმიდათა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია; რაჭა: 1991 წლის მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები; თბილისური სადარბაზოები; ძველი ქართული ხელოვნება; ქართულ-აფხაზური ალბომი და სხვა.

Leave a comment
 

ქართული ხელოვნება ევროპისა და აზიის კულტურათა კონტექსტში აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის სახელობის ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი  

2008 წლის 21-29 ივნისს საქართველოში ტარდება სიმპოზიუმი „ქართული ხელოვნება – ევროპისა და აზიის კულტურათა კონტექსტში“. სიმპოზიუმი რომელიც წარმოადგენს ქართული ხელოვნებათმცოდნეობის მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე გატანის მცდელობას, იმავდროულად მიზნად ისახავს მსოფლიოს აკადემიური წრეების ინტერესის გააქტიურებას ქართული ხელოვნებისა და კულტურის საკითხებისადმი.

www.symposiumgeorgia.org

სიმპოზიუმის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური

21 ივნისი, 2008
თბილისი
სიმპოზიუმის გახსნა; პლენარული სესია;
საორგანიზაციო საბჭოს და კოორდინატორების მუშა შეხვედრა;
სტენდების სექციის გახსნა; გამოფენის გახსნა;
22 ივნისი, 2008
თბილისი
სამუშაო სესია
სექცია “უძველესი საქართველო”
23ივნისი, 2008
ბათუმი–ქობულეთი
გასვლითი სესიები
უფლისციხე, უბისა, გელათი, ბაგრატი
ღამისთევა ქობულეთი
24 ივნისი, 2008
ბათუმი–ქობულეთი
სექცია “უძველესი საქართველო”
გონიოს ციხე,
ღამისთევა ქობულეთი
25 ივნისი, 2008
თბილისი
გასვლითი სესიები
მარტვილი, ნოქალაქევი
ღამისთევა თბილისი
26 ივნისი,2008
თბილისი
სამუშაო სესიები
სექცია “შუასაუკუნეების საქართველო”
სექცია “რესტავრაცია/კონსერვაცია”,
ქვესექცია “ბიოლოგიური დაზიანებები კულტურულ მემკვიდრეობაში”
სტენდების თემების პრეზენტაცია
დათვალიერება: თბილისი, მცხეთა
27 ივნისი, 2008
თბილისი
სამუშაო სესიები
სექცია “შუასაუკუნეების საქართველო”
სექცია “მოდერნიზმი საქართველოში”
დათვალიერება: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ხელნაწერთა ინსტიტუტი
28 ივნისი, 2008
სიღნაღი, თბილისი
სამუშაო სესიები
სექცია “შუასაუკუნეების საქართველო”
სექცია “კულტურული ტურიზმი”
29 ივნისი, 2008
სიღნაღი, თბილისი
გასვლითი სესია
სიღნაღი, ბოდბე, ფიროსმანის მუზეუმი და სხვა.
სიმპოზიუმის საზეიმო დახურვა
Leave a comment
 

2008 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართება თინათინ ვირსალაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია

დღის წესრიგი
27 ნოემბერი
11:00

მარიამ დიდებულიძე            თინათინ ვირსალაძე – ქართული მხატვრობის
სამეცნიერო კვლევის ფუძემდებელი

მოგონებები და გამოსვლები
14:00

ასმათ ოქროპირიძე               სვეტიცხოვლის საკურთხევლის მოხატულობისთვის
მარინე ყენია                         ჟიბიანის XIII საუკუნის მოხატულობის თავისებურებისთვის
მარინა ვაჩნაძე                      ლევან კახთა მეფე და პოსტბიზანტიური ქართული
მონუმენტური ფერწერა (XVI საუკუნის კახეთის
მხატვრობის მაგალითზე)
ნინო ჭიჭინაძე                      რამდენიმე ფერწერული ხატი ქვემო სვანეთიდან
გიორგი ხოშტარია                 მხატვრული მეთოდის პრობლემა მოდერნიზმში
მარიამ გაჩეჩილაძე               ალმანახის “ეშმაკის მათრახი” უცნობი კარიკატურისტი
ელენე თუმანიშვილი           “ალუბლის ბაღის” მ. თუმანიშვილისეული
რეჟისორულ-სცენოგრაფიული ჩანაფიქრი

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

Leave a comment