ცენტრმა გაიმარჯვა საკონსულტაციო ცენტრ “გეოგრაფიკთან” ერთად
საქართველოს ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის  კონკურსში – “მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება” . პროექტის განხორციელება დასრულდება 2017 წ.

Leave a comment
 

ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი ეწვია წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერს “ჩაკიდული თხემები”, რომელიც თანამედროვე ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ საუკეთესო ქმნილებად არის მიჩნეული. მეცნიერთა ჯგუფს მასპინძლობდა მეუფე დავითი, ამბა ალავერდელი, რომელიც არის ამ პროექტის ავტორი. მან დაათვალიერებინა ხელოვნებათმცოდნეებს მონასტრის ეკლესიები, სენაკები, ბიბლიოთეკა, ხატწერის სახელოსნო და სხვა სათავსები და გააცნო მომავალი განვითარების გეგმები.

Leave a comment
 

კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციის

სფეროში განხორციელებული საქმიანობა

ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციისა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ცენტრის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ ძეგლთა სარესტავრაციო-სარეაბილტაციო პროექტებში, ასრულებენ ძეგლების სახელოვნებათმცოდნეო კვლევასა და სარესტავრაციო რეკომენდაციებს, მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიაზე, ახორციელებენ რეაბილიტირებული ძეგლების მონიტორინგს, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზას.

Leave a comment
 

2014 წლის აგვისტოდან გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიწყო გელათის სამონასტრო ანსამბლისმართვის გეგმის შემუშავების პროექტზე მუშაობა. 24 ოქტომბერს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შენობაში პროექტის მუშა ჯგუფის წევრებმა (მ. დიდებულიძე, დ. ხოშტარია, ქ. მიქელაძე, ნ. ჩიტიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, მ/გაბინია, ი. ვანდერ ვეიდე) გამართეს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ეპარქიის, მონასტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დამსწრეთ მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე და უკვე ჩატარებული სამუშაოს თაობაზე. დამსწრეებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები და სურვილები მენეჯმენტის გეგმის შემადგენლობის და  არსებული პრობლემების შესახებ.

Leave a comment
 

დასრულდა აკაკი წერეთლის ახლადილუსტრირებული კრებულის შესაქმნელად გამოცხადებული ახალგაზრდა მხატვარ-გრაფიკოსების შესარჩევი კონკურსი. პროექტი ხორციელდება გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. კონკურსის მსვლელობისას გამოიკვეთა მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა, რაც თავიდან გათვალისწინებული არ იყო. გადარჩეულ ოთხ მონაწილეს მიეცა დამატებითი დავალება, რაც ამჯერად ერთსა და იმავე ტექნიკაში, ერთიდაიმავე ზომის ნამუშევრების შექმნას გულისხმობდა.

მსგავსი საკონკურსო პირობები მონაწილეებს სრულად ერთნაირ პირობებში აყენებდა და თითოეულის შესაძლებლობასაც მეტად ცხადად წარმოაჩენდა. მეორე ტურის შედეგების მიხედვით დადგინდა ის ორი გამარჯევებული, რომელიც იმუშავებს წიგნის საბოლოო ილუსტრირებაზე.

ესენია: მხატვარ-გრაფიკოსები თედო რეხვიაშვილი და მირიან ჭანკვეტაძე.

შესაბამისად დასრულდა პროექტის „აკაკი წერეთლის ახლადილუსტრირებული კრებული“ პირველი ეტაპი. გამოვლენილნი არიან მხატვრები, რომლებიც უკვე საკუთრივ კრებულის ილუსტრირებაზე დაიწყებენ მუშაობას.

შემოდგომაზე მოეწყობა წიგნის საბოლოო პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული აკაკი წერეთლის ახალ საიუბილეო გამოცემა წარედგინება.

Leave a comment
 

2014 წლის 30 მაისს აღინიშნა სახელოვანი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ხუროთმოძღვარისა და ხელოვნებათმცოდნის, აკადემიკოს ვახტანგბერიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილე.

ვახტანგ ბერიძე (1914-2000) გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ქართული ხელოვნების კვლევის უმთავრესი კერის – გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი დირექტორი 1973-1988 და 1996-2000 წლებში.
გიორგი ჩუბინაშვილის მოწაფემ ვახტანგ ბერიძემ თავისი დიდი მასწავლებლის მიერ დაფუძნებული ქართული სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერება ახალ სიმაღლეზე აიყვანა, საერთაშორისო ავტორიტეტი და რანგი მოუპოვა; მისი ძალისხმევით გამართული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა (1974, 1977, 1980, 1983, 1986, 1989 წლებში) და სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნების საშუალებით ქართულ ხელოვნებას მსოფლიო მნიშვნელობა მიენიჭა: “სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI საუკუნეები“ (1955); ორტომეული “XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრება“ (1986 და 1994 წლები); ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (1977); ქართული გუმბათური არქიტექტურის განვითარება (1983); ტაო-კლარჯეთს ხუროთმოძღვრება (1981) “თბილისის ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წლებში“ (1960), (მონოგრაფია ქართული ნაქარგობის ისტორიიდან (1983), ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, ნ. ფიროსმანისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და სხვ.

ვ. ბერიძის მიერ აღზრდილ ხელოვნების ისტორიკოსთა არაერთი თაობა დღესაც წარმატებით ემსახურება ბატონი ვახტანგისა და მის წინამორბედთა დაწყებულ ეროვნულ საქმეს.
ფასდაუდებელია ვახტანგ ბერიძის ღვაწლი თბილისის ისტორიისა და ხუროთმოძღვრების კვლევის საქმეში. ნაშრომი – “თბილისის ხუროთმოძღვრება“ დღესაც სამაგიდო წიგნია ყველასათვის, ვინც ჩვენი ქალაქის ისტორიითა და მისი სიძველეებით არის დაინტერესებული.

ბატონი ვახტანგ ბერიძე იყო არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ დიდი საზოგადო მოღვაწე, ჩინებულად ერკვეოდა ხელოვნების ყველა დარგში: მუსიკა, თეატრი, ლიტერატურა, პოეზია და სხვ. იგი იყო გამორჩეული პიროვნება, ღირსების მაღალი გრძნობით განმსჭვალული ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა როგორც ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში, ასევე ქართულ საზოგადოებაში.

Leave a comment
 

2014 წლის 5 მარტს ცენტრში შედგა შეხვედრა თურქ მეცნიერთან, ვანის უნივერსიტეტის პროფესორთან ოსმან აიტეკინთან.

განიხილებოდა თანამშრომლობის ფორმები  და შესაძლებლობები, რომლებიც ჩაისახა 2007-2008 წლებში.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თურქი სპეციალისტების მიერ იშხანის ტაძარზე წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოების ხარისხი და მეთოდოლოგია და ოშკის ტაძარზე დაგეგმილი სარესტავრაციო სამუშაოების პროექტი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გ. ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევის ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი თუმანიშვილი, ცენტრის ძველი ხელოვნების განყოფილების გამგე დავით ხოშტარია, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ირინე ელიზბარაშვილი, ასოცირებული თანამშრომელი ირინე გივიაშვილი, ცენტრის არქივის თანამშრომელი ბაადურ კუპრეიშვილი.

Leave a comment
 

1 აპრილი

1 აპრილი

Leave a comment