2013 წლის 29 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში  ოქსფორდის უნივერსიტეტის ანტიოქიის ცენტრის დირექორმა აბუნა (მამა) ელია ხალიფემ წაიკითხა ლექცია ანტიოქიის ცენტრის მიმდინარე პროექტებისა და მათი შედეგების თაობაზე. ლექცია უხვად იყო  ილუსტრირებული და დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან ეს მასალა ნაკლებ ცნობილია ქართულ სამეცნიერო წრეებში.

Leave a comment
 

ახალი წელი

ახალი წელი

Leave a comment
 

13 დეკემბერს, ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეოდ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართეს მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენა სახელწოდებით: „ფიროსმანის მხატვრული ფორმა – გენეზისი და რაობა“

Leave a comment
 

2012 წლის 27 მარტს საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში შედგა გ. ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის 2011 წლის მუშაობის ანგარიშის საჯარო განხილვა.

განხილვას ესწრებოდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, ვიცე პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ თევზაძე, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და სხვ.

ცენტრის მუშაობის შესახებ მოხსენება გააკეთა ცენტრის დირექტორმა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ დიდებულიძემ. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნა ცენტრის – ყოფილი ინსტიტუტის მთელი ისტორია, მისი მოღვაწეობის ძირითადი ამოცანები და სფეროები, მისი მუშაობის ეტაპები, პრობლემები, მიღწევები.

წარდგენის შემდეგ აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა მოახსენა დამსწრეთ მის მიერ ცენტრის მუშაობის შესახებ გაკეთებული შეფასება და დასკვნა.

სხდომაზე განიხილეს ცენტრის წინაშე არსებული პრობლემები და ის მიღწევები, რომლებიც ბოლო წლებში აქვს ცენტრს გაუმჯობესებული დაფინანსების პირობებში და 20 წლის უსახლკარობის შემდეგ მთავრობის მიერ მისთვის გამოყოფილ შენობასთან დაკავშირებით.

Leave a comment
 

2011 წლის 1 აპრილს ევროპის სახლში (თბილისი, შალვა დადიანის 2) გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნების პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა გიორგი  ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ამჟამად ეროვნული ცენტრის) დაარსებიდან 70 წლისთავს.

საზოგადოებას მიესალმა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე. მან ისაუბრა ინსტიტუტის დაარსებაზე, მის  დამფუძნებლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლებზე და ცენტრის საქმიანობაზე.

სიტყვით გამოვიდნენ ხელოვნებათმცოდნეები, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ბოლო დირექტორი თეიმურაზ საყვარელიძე და დიმიტრი თუმანიშვილი. მათ აღნიშნეს ინსტიტუტის (ამჟამად ცენტრის) მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში, განიხილეს წარსულის  გამოცდილება და ცენტრის საქმიანობის სამომავლო განვითარების გზები.

პრეზენტაციის დასასრულს ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ 80 წლის იუბილე მიულოცა ბ-ნ თეიმურაზ საყვარელიძეს.

Leave a comment
 

2011 წლის 12 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ალბომის  – “ქართული ქრისტიანული ხელოვნება” მეორე გამოცემის პრეზენტაცია. ახალი გამოცემა საზოგადოებას წარუდგინეს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ  და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ.

წიგნი გამოსაცემად მოამზადა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა. ავტორები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: დიმიტრი თუმანიშვილი, მარიამ დიდებულიძე, მზია კეცხოველი, კიტი მაჩაბელი, თეიმურაზ საყვარელიძე, ლეილა ხუსკივაძე, ნინო ჭიჭინაძე, ასმათ ოქროპირიძემხატვარი: გიორგი დემეტრაშვილი.

ალბომის მეორე გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.

Leave a comment
 

ახალი წელი

ახალი წელი

Leave a comment
 

2010 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შედგა შეხვედრა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს საგანმანათლებლო ბროშურები:

ძეგლზე მოქცევის წესები ყმაწვილთათვის” და “რეკომენდაციები ძეგლთა მოყვარულთათვის, ანუ როგორ მოვეპყრათ ძეგლებს”.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი ბესარიონ მაცაბერიძე.
ბროშურები მომზადდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში. დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. ავტორები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები ლალი ანდრონიკაშვილი, მარიამ დიდებულიძე, დიმიტრი თუმანიშვილი. მხატვარი: დიმიტრი ანთაძე.

წარმოდგენილი ბროშურების გამოცემის მიზანია ყმაწვილებს განემარტოთ, თუ რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის საქმეში.
ბროშურა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს სწორად წარმართონ თავისი საქმიანობა, მათ შეიძლება თავისივე რეგიონში არსებული ბევრი უცნობი ძეგლი გამოავლინონ, რისთვისაც გამოადგებათ ბროშურაში მოცემული რჩევები.განსაკუთრებით აქტუალურია უფროსკლასელთათვის რჩევების მიცემა მათივე რეგიონში, ან უბანში არსებული ძეგლების (განსაკუთრებით უცნობი) აღნუსხვასთან დაკავშირებით: ჩახატვა, ფოტოგრაფირება, წარწერების გადმოხატვა და ფიქსაცია, ძეგლის აღწერა, მოსახლეობაში არსებული გადმოცემების ან სხვა სახის ცნობების შეგროვება და სხვ.ბროშურები რიგდება როგორც თბილისის, ასევე სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და სახელოვნებო სასწავლებლებში.

Leave a comment