ცენტრში, ცნობილმა ქართველმა არქიტექტორ-რესტავრატორმა, იოსებ ბანძელაძემ წარმოადგინა თავისი მრავალწლიანი კვლევის შედეგები, შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში მიკვლეულ მეტროლოგიურ კანონზომიერებებსა და სამშენებლო მეთოდებზე, რომაულ-ბერძნულ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დამოწმებული გამოცდილების ფართო კონტექსტში.

Leave a comment
 

სტუდია XXI-მა ცენტრში წარმოადგინა აღმაშენებლის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის კონცეფცია. მომხსენებელი – გიორგი გოცირიძე

Leave a comment
 

2015 წლის 24 დეკემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის  ეროვნული კვლევითი ცენტრის სხდომათა დარბაზში შედგა პროექტის: „სერგო ქობულაძის სახელოსნოს ინვენტარიზაცია და გადასატანად მომზადება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში“ პრეზენტაცია. პროექტი (12.IV-12.VII.2015) განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ითვალისწინებდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სერგო ქობულაძის მემორიალური კაბინეტის მოწყობას, თუმცა ამ ეტაპზე აკადემიაში მხოლოდ მხატვრის ოფორტის დაზგა იქნა გადატანილი.

განხორციელებული პროექტის შედეგების ჩვენება, მიკვლეული მასალის მნიშვნელოვნების წარმოდგენა  და მხატვრის შემოქმედების შემდგომი კვლევის დაგეგმვის მონახაზის გააზრება იყო ამ პრეზენტაციის მიზანი.
პრეზენტაციას უძღვებოდა ამავე ცენტრის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგე,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროექტის ხელმძღვანელი, მარიამ გაჩეჩილაძე (პროექტის წევრები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: თამათ ბელაშვილი, სოფიო ჩიტორელიძე და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ნოდარ არონიშიძე).

პრეზენტაციის პარალელირად ამავე ცენტრის საგამოფენო დარბაზში „Ars Georgica“ მოეწყო ორდღიანი გამოფენა, სახელწოდებით „უცნობი სერგო ქობულაძე“. გამოფენაზე ექსპონირებული იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი დღემდე უცნობი  ნამუშევრები: ჩანახატები, კომპოზიციები, თეატრის დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები და ა.შ.

პროექტის პრეზენტაციამ აჩვენა, რომ სერგო ქობულაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, შემდგომი კვლევასა და შესწავლას ითხოვს. პირველ ეტაპზე – 2016 წლის ფარგლებში სასურველია განხორციელდეს ალბომ-კატალოგის „უცნობი სერგო ქობულაძე“ მომზადება და გამოცემა. ალბომის პრეზენტაცია კი შედგეს ეროვნულ გალერეაში მოწყობის რეტროსპექტიულ გამოფენაზე, სადაც თავმოყრილი იქნება როგორც ფართო საზოგადოებისტვის ცნობილი ასევე მხატვრის დღემდე უცნობი ნამუშევრები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მხატვრები, მუზეუმების და ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.

Leave a comment
 

2015 წლის 15 მაისს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, ხოლო 19 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის მართვის გეგმის პრეზენტაციაგაიმართა.

გელათის მონასტრის მართვის გეგმის წინასწარი მონახაზი ცენტრმა  2013 წლის აგვისტო-დეკემბერში შეიმუშავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაკვეთით. 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ცენტრმა განახორციელა პროექტი ,,გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის მართვის გეგმის მომზადება”. პროექტით განსაზღვრული ამოცანები გულისხმობდა მართვის გეგმაზე მუშაობის დასრულებას იუნესკოს მოთხოვნების შესაბამისად და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით. პროექტის განსახორციელებლად ცენტრში ჩამოყალიბდა ინტერდისციპლინარული  ჯგუფი როგორც ცენტრის თანამშრომლების, ისე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. ჩატარებული სამუშაო ეფუძნება ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც გულისხმობს ძეგლის განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულების დაცვას მისი გარემოს (ბუფერული ზონის) კულტურული, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების დაცვასა და შენახვასთან კავშირში.

Leave a comment
 

2014 წლის 2 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ეწვია გ.ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს. მინისტრი დეტალურად გაეცნო ცენტრის იმფრასტრუქტურას, შეხვდა ცენტრის თანამშრომლებს, გააცნო მათ სამინისტროს გეგმები და აღუთქვა სრული მხარდაჭერა ნებისმიერი საინტერესო პროექტისა თუ იდეის განხორციელებაში. მინისტრმა აქვე დაათვალიერა ცენტრის გამოცემები და ცნობილი ქართველი მხატვრის დავით (დუდა) გაბაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.

Leave a comment
 

კიტი მაჩაბლის წიგნის „ქართული ისტორიული კოსტუმი V-X საუკუნეები“

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ქ. კიტი მაჩაბლის წიგნის „ქართული ისტორიული კოსტუმი V-X საუკუნეები“ პრეზენტაცია.

წიგნში განხილულია V-X საუკუნეების ქართული საერო კოსტუმი, რომლის აღდგენა შესაძლებელი გახდა ამ ეპოქის რელიეფებზე (არქიტექტორული დეკორი, ქვაჯვარები, სტელები) გამოსახულ საერო პირთა ჩაცმულობის მიხედვით.

Leave a comment
 

1 აპრილს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული  ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ამჟამინდელი – ეროვნული ცენტრის) დაარსებიდან 73-ე წელს გაიმართა 2013 წლის 5-7 ნოემბერს ჩატარებული საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციის “ფიროსმანი და ქართული კულტურა”მოხსენებათა კრებულის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები, მონაწილეები და ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები.

Leave a comment
 

2013 წლის 26 ივნისს პროფესორი ემა ლუსლიმ,

(ექსეტერის უნივერსიტეტი, ინგლისი)

წაიკითხა მოხსენება „სირიული მონასტრების ხელოვნება: დეირ მარ მუსა ალ-ჰაბაშის ისტორია და ფრესკები (სირია)“

Leave a comment