2012 წლის 28 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლით იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი: “მოდერნიზმი კავკასიაში – თბილისი, ბაქო, ერევანი (1900-1940, სახვითი ხელოვნება, თეატრი, კინო, არქიტექტურა)”.
კონგრესს მასპინძლობას უწევდა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი “LIFE BEYOND TOURISM”.
საქართველოს მხრიდან კონგრესის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონგრესის მიზანი იყო მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სამხრეთ კავკასიის დედაქალაქების მოდერნისტული პროცესების წარმოდგენა. სამეცნიერო სესიებში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ინგლისიდან.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრიდან მოხსენებებით გამოვიდნენ: მაია მანია, მარინა მეძმარიაშვილი, მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი, გიორგი ხოშტარია.
კონგრესის ფარგლებში ნაჩვენები იქნა: ფილმი “ჩემი ბებია”; მოეწყო – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული მასალის ფოტოპრინტების გამოფენა.
კონგრესის ფარგლებშივე მოხდა ფლორენციის მუზეუმებისა და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება და ჩატარდა სხვა ღონისძიებები.
2011 წლის 21 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა
სამეცნიერო კონფერენცია
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთი
სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციისა და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიერ
ორგანიზატორები: ჯონი აფაქიძე, ლია ახალაძე, შერმადინ შარია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის 70 წლისათვისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
საერთაშორისო კონფერენცია “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში”.
2011 წლის 27-28 ოქტომბერს, გოეთეს ინსტიტურის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. თემაზე: “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში”.
კონფერენციის თემის იდეის ავტორი: ნანა ყიფიანი;
პროექტის ავტორი, მენეჯერი: მზია ჩიხრაძე;
საორგანიზაციო საბჭო: მარიამ დიდებულიძე, მარიამ გაჩეჩილაძე, მარიანა ოკლეი, თამარ ბელაშვილი, ლევან ზედგინიძე;
სარედაქციო საბჭო: დიმიტრი თუმანიშვილი, მარინა მეძმარიაშვილი, ელენე თუმანიშვილი, მარინე ყენია.
კონფერენცია მოეწყო: გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით
გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 32-მა მეცნიერმა. ქართველებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ასევე ამერიკელი და რუსი მეცნიერები: მერი ქეი ჯუდი თანამედროვე და ახალი არქიტექტურის დამოუკიდებელი ექსპერტი, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ასოციაცია, აშშ; თალინ გრიგორი ბრენდის უნივერსიტეტი, აშშ; პეტერ როლბერგი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ; სვეტლანა ხრომჩენკო მოსკოვის აღმოსავლეთის მუზეუმი, რუსეთი; ნინა გეტაშვილი ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის რუსეთის აკადემია, რუსეთი.
უფრო ვრცლად იხილეთ: www.georgianart.ge
2011 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე თბილისში, გოეთეს ინსტიტუტშიმიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია ,,ფიგურა და ორნამენტი: ესთეტიკა, ხელოვნება და არქიტექტურა კავკასიის რეგიონში 400 წლიდან 1650 წლამდე”.კონფერენცია მოაწყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტსა და ბაზელის უნივერსიტეტთან ერთად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბაზელის ნებაყოფლობითი აკადემიური საზოგადობის ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენცია მიეძღვნა ფიგურისა და ორნამენტის სხვადასხვა მიმართებებს კავკასიის ხელოვნებაში ადრექრისტიანული ხანიდან მეჩვიდმეტე საუკუნემდე. თემის გეოგრაფიული ფარგლები მოიცავდა საქართველოს, სომხეთს ალბანეთს/აზერბაიჯანს, აღმოსავლეთ ანატოლიასა და ჩრდილოეთ ირანს.
კონფერენციაში მონაწილეობდა 30 მეცნიერი – 10 საქართველოდან და 20 ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ისტორიკოსთა პირველი ქართულ-იაპონური უორკშოპი
ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში, გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულმა ცენტრმა და ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტმა მოაწყვეს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ისტორიკოსთა პირველი ქართულ-იაპონური უორკშოპი. ის ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონურ ცენტრში.
უორკშოპი გახსნეს გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ და ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა შირო სასანომ. უორკშოპზე მოხსენებით წარდგა გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის ორი თანამშრომელი. ნათია ნაცვლიშვილის პრეზენტაცია ეხებოდა კათოლიკურ ეკლესიებს საქართველოში. ირინა მანიამ მიმოიხილა თბილისის ქარვასლები.
მეორე უორკშოპი ჩატარდება 2013 წელს ტოკიოში.
“ქვის არქიტექტურის საერთაშორისო ჯილდო 2011”, ვერონა, იტალია
2011 წლის 24 სექტემბერს ქ. ვერონაში (იტალია) 46-ე “Marmomacc”-ის: მარმარილოს, ქვისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა “ქვის არქიტექტურის საერთაშორსო ჯილდო 2011”-ის საზეიმო გადაცემა. საცხოვრებელი ხუროთმოძღვრების კატეგორიაში ჯილდო გადაეცა პროექტს “სვანური კოშკები – საქართველო”, რომელიც წარდგენილი იქნა იტალიური მხარის მიერ.
“ქვის არქიტეტურის საერთაშორსო ჯილდოს” კურატორის, ბატონ ვინჩენცო პავანის მომართვის სფუძველზე პროექტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი პატაშურმა, რომელმაც მოამზადა და გაუგზავნა პროექტის ჯგუფს სვანური კოშკების ანაზომები, ნახაზები, დასახლებათა გენ-გეგმები, ფოტომასალა, ტექსტური ნაწილი ინგლისურ ენაზე.
პროექტი “სვანური კოშკები – საქართველო” შეტანილია გამარჯვებული პროექტების კრებულში: “Glocal Stone, 2011”
დაჯილდოებას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბ-ნი ნიკოლოზ რურუა.
გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა დაავალა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელს გიორგი პატაშურს, რომელიც იკვლევს სვანეთის ხუროთმოძღვრებას, მოემზადებინა მოთხოვნილი მასალა: სვანეთის მოკლე ისტორია, კოშკების სახეობები, ნახაზები (გეგმები, ჭრილები), კოშკებიანი დასახლებების გენ-გეგმები, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, საარქივო და ახალი ფოტომასალა და სხვ. ყოველივე ითარგმნა ინგლისურად და გაიგზავნა იტალიაში ზუსტად ერთი თვის თავზე, ივლისში. გამოყენებული იქნა საქართველოს იკომოსის მასალებიც.
სექტემბერში კი გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა მიიღო შეტყობინება ბატონი პავანისგან, რომ პროექტი “სვანური კოშკები – საქართველო” დასახელებულია გამარჯვებულ პროექტად “ქვის არქიტექტურის საერთაშორსო ჯილდო 2011”-ის საცხოვრებელი ხუროთმოძღვრების კატეგორიაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა.
2011 წლის 20-24 სექტემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა”.
კონფერნციაზე მოხსენებები წაიკითხეს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა:
თამარ ხუნდაძე – “მეფეთა გამოსახულებანი ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრულ ქანდაკებაში”,
ნინო ჭიჭინაძე – “სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართული ფერწერული ხატების მხატვრული სისტემები”,
მარიამ დიდებულიძე – “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში და მათი გადაუდებელი კონსერვაციის აქტუალური საკითხები”.