17.10.2017 – საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინიციატივით, ცენტრმა უმასპინძლა ცნობილი ამერიკელი გრაფიკოსის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ავტორის დევიდ მაკის ნამუშევრების გამოფენას.
გამოფენის შემდგომ მოეწყო ვორქ-შოფი, სადაც ავტორმა თავად ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და მეტი თვალსაჩინოებისათვის შეკრებილთ ეტაპობრივად უჩვენა თუ როგორ მუშაობს მასალაში.

Leave a comment
 

მიმდინარეობს მუშაობა, იტალიის 5 უნივერსიტეტის კონსორციუმ BENECON-თან თანამშრომლობის მიზნით. კულტურული მემკვიდრეობის, ეკოლოგიისა და ეკონომიკის ეს რეგიონალური ცენტრი, წარმოადგენს იტალიის ხუთი უნივერსიტეტის გაერთიანებას: “ლუიჯი ვანვიტელის” უნივერსიტეტი (University of Campania “Luigi Vanvitelli”), პეგასოს უნივერსიტეტი (Pegaso University), “ფედერიკო II” უნივერსიტეტი (University of Naples “Federico II”), სალერნოს უნივერსიტეტი (Salerno University), სანოლინის უნივერსიტეტი (Sannio University) – განიხილება იუნესკოში განაცხადი II დონის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დამუშავება, კულტურული  და ბუნებრივი მემკვიდრეობის შეფასებისა და მართვის ექსპერტებისათვის.

Leave a comment
 

18-26.09.2017 – განხორციელდა ერთობლივი ექსპედიციები იაპონურ მხარესა და ცენტრის თანამშრომლების მიერ, რაც დამაგვირგვინებელი ნაწილი იყო ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის: Interaction and Evolution of Architectural Technique in the Region Amalgamated with Christian and Islamic Culture. პროექტი თავის მხრივ ითვალისწინებდა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აზომვასა და ფოტოგრამეტრიულ ფიქსაციას.

Leave a comment
 

18-23. 09. 2017 – მოეწყო საქართველოს წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტი იუნესკოს შტაბ-ბინაში. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ქ. აბაშიძე, როგორც საპატრიარქოსთან არსებული ხელოვნების საბჭოს წევრი, მონაწილეობას ღებულობდა აღნიშნულ ღონისძიებაში.

Leave a comment
 

14.09.2017 გაიმართა ცენტრის დირექტორის, მარიამ დიდებულიძის, შეხვედრა ევროკავშირის ექსპერტთან, ბატონ ტერი სანდელთან (Terry Sandel). განიხილებოდა მემკვიდრეობის დაფინანსების საკითხები. ტერი სანდელი გაეცნო ცენტრის მოსაზრებებს და წინადადებებს, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის დაფინანსების საკითხებზე და არსებულ პრობლემებზე.

Leave a comment
 

25.08.17-3.09.17 ცენტრში განხორციელდა ერთობლივი საზაფხულო სკოლის სწავლების კურსი, სადაც ცენტრის თანამშრომლები და ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის პროფესორები მიკელე ბაჩი, ბარბარა შელევალდი, მანუელა სტუდერი, თომას კაფენბერგერი, ატარებდნენ საუბრებს და გასვლით ღონისძიებებს საქართველოს სხვადსახვა რეგიონში არსებულ ძეგლებზე. სტუდენტები, რომლებიც ასევე ფრიბურგიდან იყვნენ ჩამოსულები, სპეციალურად ამ საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოგზაურობდნენ, თავიანთ პედაგოგებთან და ცენტრის თანამშრომლებთAნ ერთად საქართველოს რეგიონებში, ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლების სანახავად.

Leave a comment
 

8 -14.09.2017 – ჩატარდა კურტოს ინსტიტუტის მიერ, გეტის ფონდის დაფინანსებით ორგანიზებული მორიგი სამოგზაურო-კვლევითი სემინარი ციკლიდან “საზღვრების გადაკვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში” (Travelling Research Seminar Crossing Frontiers: Christians and Muslims and Their Art in Eastern Anatolia and the Caucasus). ამ სემინარში, როგორც სემინარის უმცროსმა წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ცენტრის თანამშრომლებმა – ნ.ნაცვლიშვილმა და ნ.ჩიტიშვილმა.

 

Leave a comment
 

10.05.2017 – ცენტრმა უმასპინძლა პოლონელი, უკრაინელი და ბელორუსი ხატმწერების გამოფენას. ღონისძიება საქართველოში პოლონეთის საელჩოს სრული მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ასევე ჩამოსულები იყვნენ თავად ავტორები, რომელთა ნამუშევრებიც თანამედროვე საეკლესიო მხატვრობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სა დაინტერესო იყო როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე უბრალოდ დაინტერესებული საზოგადოებისთვისაც.

Leave a comment