22.05.17 – 31.05.17
ექსპონირებული ფოტოები გადაღებულია 2014-1916 წწ.-ში. ფოტოგრაფ ელენე შეიბახის ნამუშევრების ეს გამოფენა მიეძღვნა კონკრეტულად უფლისციხის თემას. ხელოვანმა წარმოადგინა ფოტოები, რომელთაც თან დაურთო დამოკიდებულებისა და კონცეფციის განმსაზღვრელი მთავარი თემა. გარემო სადაც დრო გაჩერებულია.
10.05.2017
პატარა მთის სოფელ ნოვიცაში, უკვე წლებია ტარდება ღონისძიებები, რომელთა მიზანიც პოგრანიჩიას რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენაა. ხატმწერთა საერთაშორისო სემინარის გამართვა მათ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიცნეს მხატვრები, რომლებიც საეკლესიო მხატვრობის ტრადიციას აგრძელებდნენ პოლონეთში, ასევე ლვოვის ეროვნული სამხატვრო აკადემიის საკრალური ხელოვნების კათედრის კურსდამთავრებულები. ამ სემინარის ფარგლებში შეიქმნა და დაიწერა ბევრი ახალი ხატი. შწორედ ამ ნამუშევრებს უმასპინძლა ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო სივრცემ. ღონისძიება პოლონეთის საელჩოს ეგიდით მიმდინარეობდა და ექსპოზიციამ, რამდენიმე კვირას გასტანა.
მხატვარ-დიზაინერის ანჟელა აგაიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, ცენტრის საგამოფენო დარბაზში Ars Georgica. (24.04-26.04)
ცენტრის საგამოფენო სივრცე დაეთმო ახალგაზრდა მხატვარ-დიზაინერის ანჯელა აგაიანის პერსონალურ გამოფენას. ახალგაზრდა მხატვარი ამჟამად ცხოვრობს და მორვაწეობს იტალიაში. გამოფენაზე წარმოდგენილი გრაფიკული ნამუშევრები ცხადყოფს მხატვრის ინტერესს სუპერრეალიზმისადმი. რაც სავარაუდოდ მისი ამჟამინდელი ძიებების მთავარი თემაცაა.
მხატვარ ნოდარ აფციაურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ცენტრის საგამოფენო დარბაზში Ars Georgica.
ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მხატვრ ნოდარ აფციაურის პერსონალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შემოქმედების სხვადსახვა ეტაპზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკება, მინისა და ხის ნაკეთობები. მსგავსი მრავალფეროვნება, თა ვმოყრილი ერთ საგამოფენო სივრცეში, ყველაზე კარგად წარმოაჩენს მხატვრის მოღვაწეობის საერთო სპექტრსა და მასშტაბს.
5-15 დეკემბერი
აღნიშნული გამოფენა გარკვეულწილად წელს ცენტრში ამ თემისადმი მიძღვნილი არაერთი გამოფენისა თუ სემინარების ციკლის გაგრძელება იყო. ექსპოზიცია დაეთმო ხელოვანების: იოსებ ანდრიაძისა და დიმიტრი რაზმაძის ნამუშევრებს. მათი უმეტესობა რელიგიური ხასიათისა იყო. გამოფენის ფარგლებში მოეწყო განხილვა თანამედროვე საეკლესიო ხელოვნების პრობლემების და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
ალექსანდრე ჯავახიშვილის ნახატების გამოფენა /19.10-2.11/
ცენტრის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა ცნობილი არქეოლოგის, აკადემიკოს ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილის (1917-1997) გრაფიკული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას. ცნობილი მეცნიერის მხატვრული ნამუშევრები ფართო საზოგადოებისათვის მანამდე სრულიად უცნობი იყო და ამ გამოფენაზე პირველად მოხდა მათი საჯარო ექსპონირება.
ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო თვითნასწავლი მოქანდაკის თემურ ჭილაიას პერსონალური გამოფენა. ავტორმა დამთვალიერებლის წინაშე წარმოადგინა სხვადასხვა მასალაში შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის ხეში, მინასა და ქვაში. ამასთან როგორც მცირე მრავალშრიანი პლასტიკის ნიმუშები, ასევე აკადემიური მრგვალი ქანდაკება. გამოფენა მნიშვნელოვანი იყო არაპროფესიონალი, თვითნასწავლი ხელოვანების შემოქმედების წახალისებისა და პოპულარიზების თვალსაზრისით.
ფერმწერი და გრაფიკოსი ვახტანგ მუსხელიშვილი 1984 წ. ამთავრებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტს. შემდგომ მცირე პერიოდის განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბავშვთა სამხატვრო სასწავლებელში და უკვე 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად მიემგზავრება აშშ-ში. ალბათ ამის გამოც მისი როგორც ხელოვანის გაიგივება ქართველ 80-იანელთა თაობასთან არ ხდება. ის ამჟამად ცხოვრობს ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში და ეწევა აქტიურ შემოქმედებით და კერძო პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასევე სისტემატიურად მართავს პერსონალურ გამოფენებს. მხატვარი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს. 2013წ. თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში გამართა მასტერკლასი. მოეწყო მისი რამდენიმე გამოფენაც. ბუნებრივია ცენტრის საგამოფენო დარბაზში მსგავსი მხატვრის ნამუშევრების ექსპონირება საინტერესო იყო როგორც წმინდა პროფესიული, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანების შემოქმედების გაცნობა-პოპულარიზების თვალსაზრისით. გამოფენის ფარგლებში გაიმართა სემინარი-დისკუსია თავად მხატვართან.