29.12.17-12.01.18
გამოფენა მიეძღვნა მხატვარ ჯემალ ლოლუას დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. ჯემალ ლოლუა (1932-2001), ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ე.წ. 50-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მან მნიშვნელოვანი როლი შესარულა XXს.-ის ქართული დაზგური გრაფიკის განვითარების ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მხატვრის მოღვაწეობა წიგნის გრაფიკის, პლაკატის, კარიკატურის შრიფტისა და ექსლიბრისის მიმართულებით.
სერგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატოარიის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა “თბილისი – ახლო წარსული”, ცენტრის საგამოფენო დარბაზში Ars Georgica. 27.10.17 – 26.11.17
გამოფენაზე ექსპონირებული იყო ლაბორატორიის არქივის კოლექციაში დაცული იშვიათი ფოტომასალა. ჩვენი დედაქალაქის სახე გასული საუკუნის 80-90-იან წწ. გადაღებული ქართველი ფოტოხელოვანების მიერ. ფოტო, როგორც ისტორია და ფოტო, როგორც მოგონება. პარალელური მასალის სახით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, იმავე პერიოდში, თბილისში სამოგზაუროდ მყოფი, ცნობილი ფოტოხელოვანების რობერტ კაპასა და ჰენრი კარტიე-ბრესონის მიერ გადაღებული თბილისის ხედები. გამოფენილი ფოტოების უმეტესობა ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა აღნიშნულ გამოფენაზე.
17.10.2017
აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ამერიკელი ხელოვანის, New York Times-ს თიმეს-ს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტორის, მაკ მილანის საბავშვო წიგნის “მორცხვი არსებების” შემქმნელის, არაერთი ცნობილი კინოსურათის მხატვრობის ავტორის, მათ შორის რეჟისორ ჩაკ პალანუკის ფილმის “ჯესიკა ჯონსის” ახალი სერიების მხატვრობის ავტორის დევიდ მაკის ნამუშევრების გამოფენა. მან შექმნა ილუსტრაციები ნილ გეომანის და ამერიკული პოეზიის ლაურეატის ბილ კოლინსის პოეტური კოლაბორაციისათვის და ამჟამად მუშაობს კაბუკის ილუსტრირებაზე. მხატვარმა გამოფენაზე მისულ მაყურებელს მცირე “მასტერკლასიც” შესთავაზა და რამდენიმე გრაფიკული ნამუშევარი მათ თვალწინ შექმნა.
12.09.17
ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მხატვარ-გრაფიკოსის ლადო ბრეგაძის ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევრების რამდენიმე სერია და ის ნამუშევრები, რომელიც ხელოვანმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა, რის გამოც მათ ფართო საზოგადოება საერთოს არ იცნობდა.
12.06.17 – 12.07.17
მოეწყო ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის გოგი ხოშტარიას ნამუშევრების გამოფენა.