2023 წლის 9 თებერვალს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC), ICOMOS-ისა და ICCROM-ის ერთობლივი მისიის ანგარიში გელათის მონასტრის თაობაზე. ანგარიში მოამზადეს ამ სამი ორგანიზაციის ექსპერტებმა – ირენა კაკემ, ალკივიადის პრეპისმა და ვალერი მაგარმა საქართველოში 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ვიზიტის საფუძველზე. სამწუხაროდ, ამ ანგარიშის ძირითადი დებულებები, დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროს მიერ იქვე დართულ ტექსტში არასწორად იყო ინტერპრეტირებული. ამის გამო შეიძლება საქმეში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ერთობლივი მისიის ანგარიშის შინაარსი პრინციპულად განსხვავდება გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ 2023 წლის 27 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსისგან. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთობლივი მისიის ანგარიშში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა პროექტის მართვა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, პრობლემის სტრატეგიული ხედვა, დროებითი სახურავის მოწყობა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეთოდოლოგია, არსებითად ემთხვევა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის ძირითად დებულებებს, ისევე როგორც საქართველოს იკომოსის, სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედეს და საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწვეულ ექსპერტთა (ოსტინ ნევინი, ლორინდა ვონგი, ფრანჩესკა პიკე და სარა სტენიფორთი) დასკვნებს. ზემოთქმულის ცხადად საილუსტრაციოდ, გთავაზობთ ცალკეულ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებულ ამონარიდებს ნახსენები ორი ანგარიშიდან. შედარებითი ტექსტი იხილეთ ქვემოთ:
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი აცხადებს ღია საჯარო კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის – ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 09.12.2022-დან, 09.01.2023 -ჩათვლით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება როგორც მყარი (მის. თბილისი, ათონელის N 9), ასევე ელექტრონული ფორმით ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: g_ch_centre@yahoo.com
საკონტაქტო პირი: ნანა ღარიბაშვილი 299 05 88; 599 23 54 53
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
PDF: განცხადების ფორმა
PDF: მეცნიერ-თანამშრომლის საკონკურსო განცხადება
PDF: პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი აცხადებს კონკურსს დირექტორის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა – 18.02.2022 – 3.03.2022
საკონკურსო განაცხადები მიიღება როგორც მყარი (მის. თბილისი, ათონელის №9), ასევე ელექტრონული ფორმით ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: g_ch_centre@yahoo.com;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში:
2022 წლის 21 ნოემბერს 15:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა წიგნების პრეზენტაცია:
არქიტექტურის რეპრეზენტაცია შუა საუკუნეების საქართვეოში (მ.დიდებულიძე, დ.ხოშტარია, ნ.ჩიტიშვილი, ქ.საბაშვილი)
მხატვრები შუა საუკუნეების საქართველოში (ქ.მიქელაძე, მ.დიდებულიძე, თ.ხოსროშვილი, გ.გაგოშიძე)
საფლავის ძეგლები XVII – XIX სს.-ის საქართველოში (ე.კვაჭატაძე, ს.ლეჟავა, მ.ლილუაშვილი, გ.პაპაშვილი, ნ.არონიშიძე)
სამივე წიგნი მომზადებულია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული ფინანსური მხარდაჭერით (ფუნდამენტური კვლევების და საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა).