(1902, თელავი   –   1984, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979). 1925 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1972-1984 წლებში მცირე ხელოვნებათა გამყოფილების გამგე იყო. წლების განმავლობაში სწავლობდა ისტორიულ საბუთებსა და წერილობით წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. მზითვის წიგნებს, როგორც მატერიალური კულტურის ამსახველ ძეგლებს. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო მცირე პლასტიკა, კერძოდ  –  გლიპტიკა. ს. ბარნაველის ნაშრომებში განხილულია ქართული გლიპტიკის უნიკალური ძეგლები, მოცემულია ამ დარგის განვითარების საინტერესო სურათი, დაფუძნებული ძეგლების მხატვრულ ანალიზსა და ფართო ისტორიულ მასალაზე. მეცნიერულად შეისწავლა და გამოაქვეყნა ქართული ნივთიერი კულტურის, კერძოდ, მშენებლობის ისტორიასთან დაკავშირებული ძველი საბუთები.
რჩეული ნაშრომები: 1. ქართული დროშები, თბ., 1953; 2. საქართველოს ანტიკური საბეჭდავების ისტორიიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 18, N2, 1957; 3. საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965; 4. Античная глиптика Грузии и её традиции в глиптике средневековья, წგნ:   Античность и античные традиции в культуре и искусстве народов Советского Востока, М., 1978.

ბიბლიოგრაფია

  1. ელისაბედ  ბატონიშვილის მზითვის წიგნი, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. 10-B,  1940;
  2. ორი გემა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. VI,  N7, თბ., 1945;
  3. ახალი წარწერები ატენიდან, საქართველოს მეცნ. აკად. მოამბე, ტ. VII,  N1-2, თბ., 1946;
  4. გაერთიანებული  ქართული სახელმწიფოს ეპოქის დროშები, ქართული ხელოვნების ისტორიის  ინსტიტუტის I სამეცნიერო სესია, თეზისები,  თბ., 1946;
  5. ხარაგაულის ჯვრის გემა, ქართული ხელოვნების ისტორიის  ინსტიტუტის II სამეცნიერო სესია, თეზისები,  თბ.,  1947;
  6. სამთავისის «მეორედ აღმშენებლის» ვინაობა, საქართველოს მეცნ.  აკად. მოამბე,  N9, 1951;
  7. ქართული დროშები, თბ., 1953;
  8. ტარასი ალექსიშვილის “ქვეყნიური სამოთხე”, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. XV-B, თბ., 1953;
  9. მარმარილოს სტელა შავი ზღვის ფსკერიდან, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XI სესიის მასალები, თბ., 1956;
  10. საქართველოს ანტიკური საბეჭდავების ისტორიიდან, საქართველოს მეცნ. აკად. მოამბე, ტ. XVIII,   N2, თბ., 1957;
  11. გემა საჩინოდან, Ars Georgica, ტ. 5, თბ., 1959;
  12. კამეა სვანეთიდან, Ars Georgica,  ტ. 6 – A, თბ., 1963;
  13. «ბეჭდები მუნასიბიანნი» (ქართული გლიპტიკა, წარწერები ბეჭდებზე),   საქართველოს მეცნ.  აკად. მოამბე, ტ. XXX,  N1, თბ., 1963;
  14. საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965;
  15. განვითარებული შუა საუკუნეების ქართული საბეჭდავების საკითხისათვის, «მაცნე»,  N5, 1966;
  16. დავით ბატონიშვილის საბეჭდავი, ძეგლის მეგობარი,  N9, 1967;
  17. XIX საუკუნის მოღვაწეთა პორტრეტებისათვის, საქართველოს მეცნ.  აკად. მოამბე, ტ. 51,  N1, 1968;
  18. გასათხოვარი ქალის მზითევი XVIII ს. დასაწყისის საქართველოში,   საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. XI, თბ., 1971;
  19. სვანეთის გემმა პორტრეტის გამოხატულებით, Ars Georgica, N7, 1971;
  20. ნიშნები პორტრეტულ გემმებზე (არმაზისხევის სამაროვანში ნაპოვნი  გლიპტიკური პორტრეტები), ძეგლის მეგობარი,  N29, 1972;
  21. XVIII საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიიდან, «მაცნე», ისტორიის სერია, N1, 1976;
  22. Античная глиптика Грузии и её традиции в глиптике средневековья, წგნ:      Античность и античные традиции в культуре и искусстве народов  Советского  Востока, М., 1978;
  23. ივანე ჯავახიშვილი და ქართული ხელოვნების ისტორია,  Ars Georgica, 8, 1979;
  24. დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა ემბლემიანი საბეჭდავებისათვის,   Ars Georgica,  9-A, თბ., 1987;
  25. მხატვარი დავით ქართველი (დასავლეთ საქართველოში მოღვაწე XVII    საუკუნის საბუთების გამფორმებელი მხატვარი),  Ars Georgica, 8-B, 1987.

 

Leave a comment
 

(1908, ლაიფციგი   –  1993, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხეზეკვეთილობის, თანამედროვე არქიტექტურისა და ქანდაკების მკვლევარი, ძეგლთა დაცვა-აღდგენის მონაწილე და კონსულტანტი.

უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ხელოვნების ისტორიის სპეციალობით. რამდენიმე წელი მუშაობდა საპროექტო-სამშენებლო დაწესებულებებში არქიტექტორად. შემდეგ მუზეუმ-ნაკრძალ ვარძიის მეცნიერ- თანამშრომლად.

1945 წლიდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი.  გამოაქვეყნა არაერთი საყურადღებო მონოგრაფია. ადრევე მონაწილეობდა ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ასაზომად მოწყობილ ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გაზომილი აქვს ათეულობით მნიშვნელოვანი ნაგებობა (სვეტიცხოვლის, რუისის, გუდარეხის, ბედიის, სამთავისის, სამშვილდის  ტაძრები და სხვა). დიდია ნ. ჩუბინაშვილის დამსახურება ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის საქმეშიც,  მონაწილეობა აქვს მიღებული  ზოგიერთი ძველი ეკლესიის გახსნა-აღდგენაში (წილკნის კათედრალი, იკვი და სხვა).

 ბიბლიოგრაფია

  1. Храмы в древних селениях Триалети-Олтиси и Тетри-Цкаро, Ars Georgica, 2, Тб., 1948  (соавтор  Р. Шмерлинг);
  2. Архитектурный памятник на месте древнего села Сирго. Сообщения АН ГССР, т. IX,  N6,  Тб., 1948;
  3. Деревянные резные двери из селения Оциндале, Джахундери и Чукули, Ars Georgica,  3, Тб., 1950;
  4. Рельефный фриз на фасаде здания филиала ИМЭЛ-а  в Тбилиси,  Ars Georgica,  4, Тб., 1955;
  5. Аландза, Сообщения АН ГССР,  т. XVII,  N6, Тб., 1956;
  6. Грузинская средневековая художественная резьба по дереву, Тб., 1958;
  7. საურმაგ ნიღვარაის ძის საქტიტორო რელიეფი ჯავახეთის ახაშენში,  Ars Georgica,  5, 1959;
  8. Трёхнефная пещерная базилика в древнем городе Уплисцихе, Сообщения АН ГССР, т. XXIV,  N4, Тб., 1960;
  9. Уплисцихе, Тб., 1961;
  10. Рельеф “Вознесения креста” на каменном кресте из селения Качаган и, Ars Georgica,  6-A, თბ., 1963;
  11. Самшвилдский Сион, Тб., 1969;
  12. Зедазени, Кликисджвари, Гвиара,  Ars Georgica,  7 – A,  თბ., 1971;
  13. Хандиси, Тб., 1972;
  14. Церовани, Тб., 1976;
  15. Гударехи,  Ars Georgica,  9-А., 1987;
  16. Шашианис Самеба, Тб., 1988.

 

Leave a comment
 

(1912, თბილისი   –   1971, თბილისი)
კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). ქართული კერამიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც თავისი თემატიკით დაკავშირებული იყო ქართულ ფოლკლორთან  –  ხალხურ ზღაპრებთან. ზ. მაისურაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო  აკადემიაში (1932-1938), იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1939-1959). დიდმა ინტერესმა ძველი ქართული კერამიკისადმი იგი მჭიდროდ დააკავშირა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან, სადაც მუშაობდა 1944-1971 წლებში და განაგებდა გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებას.   ნამუშევრები: სერია «ირმები” (1952-1960), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, სურათების ეროვნული გალერეა; კომპოზიციები ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე (მცირე პლასტიკა, 1952-1955), დეკორატიული პანო «მოსავლის აღება” (1953), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; კერამიკულ ფილებზე  შესრულებული დეკორატიული კომპოზიცია «ბერიკაობა” (1957-1959), სურათების ეროვნული გალერეა.

ბიბლიოგრაფია

  1. ქართული შორენკეცების საკითხისათვის,  Ars Georgica,  ტ. 3, თბ., 1950;
  2. ქართული მხატვრული კერამიკა, თბ., 1953;
  3. ქართული საბჭოთა მხატვრული კერამიკის საკითხისათვის,  Ars Georgica,  ტ. 4,  თბ., 1955;
  4. კოტე მერაბიშვილი, თბ., 1958;
  5. ოზაანის მხატვრული კერამიკა, თბ., 1959;
  6. ქართული ხალხური მხატვრული ტრადიციების დაცვისათვის, ძეგლის მეგობარი, N5, 1965;
  7. ქართული არქიტექტურული კერამიკა VIII-IX სს, ძეგლის მეგობარი,  N9,  თბ., 1967.
Leave a comment
 

(1915, თბილისი   –  1993, თბილისი)
არქიტექტორი, რესტავრატორი, არქიტექტურის მკლევარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიის ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით (1936). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1972 წლიდან. 1941 წლიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საქმიანობასთან, 1945 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომელია.

მონაწილეობდა მის ექსპედიციებში. 1974 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერული დოკუმენტაციისა და პუბლიკაციის განყოფილების გამგე. მუშაობდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის პრობლემებზე. შედგენილი აქვს მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლის (ნეკრესი, ბაგრატის ტაძარი, თელოვნის ჯვარპატიოსანი, გეგუთის ციხე-დარბაზი, ქვათახევი,  და სხვ.) აღდგენის პროექტი და მათი მეცნიერულ-ანალიტიკური ანაზომები. რ. მეფისაშვილთან ერთად ცინცაძემ მოამზადა ნაშრომი შიდა ქართლის მთიანი მხარის არქიტექტურაზე, მასთანვე ერთად დაბეჭდა გერმანიაში წიგნები ძველ ქართულ (უპირატესად საეკლესიო) ხელოვნებასა და შუასაუკუნოვან ქართულ ხუროთმოძღვრებაზე. ვ. ცინცაძე არქიტექტურის რესტავრაციის ქართული სკოლის ერთი უმთავრესი წარმომადგენელია, მისი აღდგენილია ქუთაისის „ბაგრატის ტაძარი“, მცხეთის “სვეტიცხოვლის» ბჯე  და თავად „სვეტიცხოველი“, ბიჭვინტის ტაძარი,  დრანდას ტაძარი, უბისისა და მარტვილის  „სვეტები“  და ა.შ..

ვ. ცინცაძე იყო აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ეზოში.

ბიბლიოგრაფია

  • კაცხის სვეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. VIII,  N8, 1946;
  • იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია,  Ars Georgica, ტ. 3, თბ., 1950;
  • საცხოვრებელი სახლის ერთი სახის დახასიათებისათვის საქართველოში (კოშკი სოფელ ხეითში),  Ars Georgica, 4, თბ., 1955;
  • Тбилиси, Тб.,1958;
  • თელოვანის ჯვარპატიოსანი,  Ars Georgica, 5, თბ., 1959;
  • ზემო კრიხის ხუროთმძღვრული ძეგლი,  Ars Georgica ტ. 6- А, თბ.,  1963;
  • ბაგრატის ტაძარი, თბ., 1964;
  • ქუთაისი-გელათი-გეგუთი, რუსულ და ინგლისურ ენებზე, თბ., 1966 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
  • უბისის სვეტი, ძეგლის მეგობარი,  N18, 1969;
  • Архитектура нагорной части исторической провинции Грузии _ Шида-Картли,Тб.,1973 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
  • Die Kunst des Alten Georgien,  Lpz., 1977 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
  • ქუთაისის ძველი ქალაქის შესწავლისათვის,  ძეგლის მეგობარი,  N4, 1986;
  • Свети-Цховели во Мцхета,  Ars Georgica, 9-А, თბ., 1987;
  • Некоторые особенности базилик раннехристианской Грузии и архитектура базилики V века Свети-Цховели в Мцхета,  Ars Georgica, 10-А, თბ., 1991;
  • ადრექრისტიანული (IV-Vსს.) ქართული ხუროთმოძღვრების ზოგიერთი საკითხი (სვეტიცხოველი), Ars Georgica, 11, თბ., 2001.
Leave a comment
 

(1913, ესენტუკი   –   2002, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1936 წ. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1986 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. რ. მეფისაშვილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის დარგში წარმოებულ საქმიანობასთან. 1980-იან წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ძეგლთა ინსპექციის განყოფილებას. რ. მეფისაშვილის გამოკვლევები ძირითადად მიძღვნილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისადმი (ვალე, ერედვის წმინდა გიორგი და «ბერის საყდარი», მეჯუდას ბიეთი, ხეითის «საბაწმინდა», სხალთა და ა. შ.). გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი მონოგრაფიები ცალკეული ისტორიული პროვინციების ხუროთმოძღვრებისა და ზოგადად ქართული ხელოვნების შესახებ.  მონოგრაფიებს შორის მოცულობით და ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელობით გამოირჩევა წიგნი გელათის მონასტრის ყველა შუა საუკუნოვანი ნაგებობის შესახებ. ფართოდაა ცნობილი  მეფისაშვილის ვ. ცინცაძესთან ერთად დაწერილი შრომა შიდა ქართლის მთიანი ნაწილის ხუროთმოძღვრების შესახებ და მათივე გერმანიაში დაბეჭდილი წიგნები ძველი ქართული (ძირითადად, საეკლესიო) ხელოვნებისა და ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ. მეფისაშვილის თაოსნობით მომზადდა წიგნი ბანას ტაძარზე, სადაც თავმოყრილია მთელი სადღეისო ცოდნა ხუროთმოძღვრების ამ ქმნილების შესახებ. რ. მეფისაშვილს მეცნიერულად აქვს აზომილი მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი.

ბიბლიოგრაფია

  • ვალეს ტაძარი და მისი აღმშენებლობის ორი პერიოდი,  Ars Georgica, 3,  თბ., 1950;
  • ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი,  Ars Georgica, 4, თბ., 1955;
  • სხალთის ხუროთმოძღვრული ძეგლი,  კრებ. “ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში”,  ბათუმი, 1955;
  • საქართველოში კოლმეურნეთა საცხოვრებელი სახლების მნიშვნელობის ზოგიერთი საკითხი,  Ars Georgica,  5,  თბ., 1955;
  • Полупещерный памятник  IX века в сел. Биети,  Ars Georgica, 6, თბ., 1963;
  • Архитектурный ансамбль Гелати, Тб., 1966;
  • Рельефы рубежа X-XI веков со сценами строительства в храме у селения Корого, Советская археология, № 4, 1969;
  • ბერის საყდარი,  Ars Georgica, 7 – A, თბ., 1971;
  • სოფელ ხეითის ძეგლი   –   საბაწმინდა, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია,  N3, 1971;
  • Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида-Картли, Тб., 1975   (ვ. ცინცაძესთან ერთად);
  • Die Kunst des alten Georgien, Leipzig, 1977;
  • Основные особенности развития трёхцерковных базилик Грузии, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
  • Памятники архитектуры X-XI  веков в сел. Кабени и Гостибе,  Ars Georgica, 8 – A, თბ., 1979;
  • გელათი, არქიტექტურა, მოზაიკა, ფრესკა, თბ., 1982 (თ. ვირსალაძესთან ერთად);
  • Georgien, Wehzbauten und Kizchen,  Leipzig,  1987   (ვ. ცინცაძესთან ერთად);
  • ბანას ტაძარი, თბ., 1989  (დ. თუმანიშვილთან ერთად);
  • უწერის ღვთისმშობლის ეკლესია,   Ars Georgica, 10 – A, თბ., 1991;
  • სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის დეკორატიული მორთულობის თავისებურება, Ars Georgica, 11 – A, თბ., 2001.
Leave a comment
 

(1909, ს. ხოვლე   –   1986, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო  მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954). 1932 წელს დაამთავრა საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტი, 1936 წლიდან იყო ხელოვნების მუზეუმის «მეტეხის”, ხოლო 1941-1986 წლებში  –  ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1954-1986 წლებში  –  თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი, იკვლევდა შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას, XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას.

ლ. რჩეულიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ძეგლთა დაცვის საქმიანობაში.   განსაკუთრებულია მისი დამსახურება ხუროთმოძღვრულ ძეგლთა აზომვასა და   ფიქსაციაში.  დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერი ქართულ საერო  არქიტექტურის კვლევას. ლეო რჩეულიშვილი ერთი იმათგანი იყო, ვინც დაამკვიდრა და განამტკიცა ინსტიტუტის მეცნიერული და ეთიკური  ტრადიციები.

ბიბლიოგრაფია

  1. ხიდი მდინარე ბესლეთზედ,  XI-XII სს. კრებ. შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა,  თბ., 1938 (ნ. ჩუბინაშვილის თანაავტორობით);
  2. ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია,  Ars Georgica, 1,  თბ., 1942;
  3. ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი,  Ars Georgica,  2,  თბ., 1948;
  4. საბა ტუსიშვილის სასახლე სოფელ ნინოწმინდაში,  Ars Georgica,  3,  თბ., 1950;
  5. «კოშკი სალხინოდ ნაგები» (ორბელიანების კოშკი ვაშლოვანში), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე,  ტ. XXI,  N1, 1958;
  6. XVII საუკუნის სასახლე ძაღინაში,  Ars Georgica,  5,  თბ., 1959;
  7. თიღვა,  თბ., 1960;
  8. გრემი (ბუკლეტი),  თბ., 1961;
  9. თრიალეთის საერისთაოს X საუკუნის ერთი ძეგლი,  Ars Georgica,  6 – A,  თბ., 1963;
  10. თელავი, თბ., 1964;
  11. უსათაურო: ე. ახვლედიანის პეიზაჟების შესახებ. წგ., ე. ახვლედიანი, ძველი თბილისი,  თბ., 1965;
  12. დავით კაკაბაძე, თბ., 1966 (II გამოცემა   –   1983);
  13. რატ ერისთავთ-ერისთავის ნაგებობა თრიალეთის ახალქალაქში,  Ars Georgica, 7 – A,  თბ., 1971;
  14. თრიალეთის ახალქალაქის ძეგლები (ტაშ-ბაში),  ძეგლის მეგობარი,  N36, 1974
  15. სერგო ქობულაძე, საბჭოთა ხელოვნება,  N7, 1979;
  16. “კოხტა ღვთისმშობელი”,  Ars Georgica,  8 – A,  თბ., 1979;
  17. პართენოზ ხარჭაშნელის საგვარეულო საძვალე,  Ars Georgica,  9 – A,  თბ., 1987;
  18. Купольная архитектура VIII-X  веков в Абхазии,Тб.,1988;
  19. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები,  თბ., 1994;
  20. ახალი ქართული ხელოვნების საკითხები,  თბ., 1998.
Leave a comment
 

(1900, თბილისი   –  1942, თბილისი)
ისტორიკოსი და არქეოლოგი. 1918-1923 წლებში  სწავლობდა გერმანიაში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1930-1931 წლებში მონაწილეობდა ნოქალაქევის არქეოლოგიის ექსპედიციაში. 1931 წლიდან  მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1936 წლიდან   –   შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმში სწავლულ მდივნად.  1940 წლიდან ასრულებდა ამავე მუზეუმის დირექტორის მავალეობას. 1941 წლიდან  მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მატერიალურ კულტურის ისტორიის განყოფილების გამგედ.

ლ. მუსხელიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში შუა საუკუნეების ძეგლების გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების დაწყება და შემდგომი განვითარება. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გათხარეს ბოლნისის სიონის ტერიტორია (1936), დაიწყეს ნაქალაქარ დმანისის (1936-1937), გეგუთის ციხე-დარბაზის (1937), გუდარეხის ნამოსახლარის (1938-1938) გათხრა, მდინარე მაშავრის ხეობის  არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა (1937). მუსხელიშვილმა გამოაქვეყნა შრომები სამშვილდის, სიონის  და მცხეთის სვეტიცხოვლის უძველეს ქართულ წარწერებზე, დააზუსტა თარიღები და ისტორიული პირთა ვინაობა.
ლ. მუსხელიშვილმა თავისი შრომებით დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის პრობლემათა გაშუქებაში. წმინდა ისტორიული ხასიათის გამოკვლევების გარდა გამოქვეყნებული აქვს შრომები, სადაც ბევრი მანამდის უცნობი ხუროთმოძღვრული ძეგლია განხილული. სპეციალურ ლიტერატურაში გამოსცა ძველი ტექსტები, რომლებიც შეიცავენ მნიშვნელოვან ტერმინებსა და ცნობებს მშენებლობის შესახებ.

ბიბლიოგრაფია

  1. ბოლნისი,  “ენიმკის მოამბე”,  ტ. 3, 1938;
  2. დმანისი,  კრებ. შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა,  თბ., 1938;
  3. არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერას ხეობაში,  თბ., 1941;
  4. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის წარწერები და მათი დამოკიდებულება მელქისედეკ კათალიკოსის ანდერძთან, Ars Georgica, ტ. 1,  თბ., 1942;
  5. სამშვილდის სიონის წარწერები და აშენების თარიღი,  თბ., 1942.
Leave a comment
 

(1887, თბილისი   –  1957,  კიევი)
არქიტექტორი, ხუროთმოძღვრების მკვლევარი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა პეტროგრადის  სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი (1915). 1918-1948 წლებში მუშაობდა თბილისში (1935-1948 წლებში   –   საქართველოს არქიტექტურის კავშირის თავჯდომარე), 1948 წლიდან   -კიევში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი (1922-1948). 1942 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე.
სევეროვი დიდ დროს ანდომებდა ძველი ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრების შესწავლასა და ფიქსაციას. დაწერილი აქვს გამოკვლევები რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ქართულ ტაძარზე (სამწევრისი, ქუთაისის “ბაგრატის ტაძარი”, სამთავისი), მასვე აქვს გამოცემული პირველი  დასურათებული წიგნი ძველ ქართულ არქიტექტურაზე.

დიდი ღვაწლი მიუძღვის სევეროვს  ძეგლთა აზომვა-ფიქსაციაში (ნეკრესი, შიომღვიმე, მცხეთის ჯვარი, წრომი, კუმურდო, მარტვილი, ალავერდი, ნიკორწმინდა და მრავალი  სხვ.). გაზომილი აქვს  აგრეთვე ძველი საერო არქიტექტურის ძეგლები, ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლები და სხვ. სევეროვის დამსახურება ისიც არის,  რომ მან პირველმა გამოიმუშავა ძეგლთა ანალიზური გრაფიკული ასახვა, მათი ისტორიული ფენების ჩვენებით.

ძალიან ინტენსიური იყო სევეროვის მოღვაწეობა როგორც შემოქმედი არქიტექტორისა. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აგებული აქვს მრავალი საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობა. მისი პროექტით განხორციელდა   –   ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია 1929 წელს, თამარ მეფის ხიდი, კინოთეატრი «რუსთაველი” და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნ.სევეროვის მთელი შემოქმედება საქართველოსთან იყო დაკავშირებული, სადაც დიდად დასაფასებელი კვალი დატოვა.

ბიბლიოგრაფია

  1. Новый тип крестового плана в храмах Грузии, XVI  научная сессия отделения общественных наук АН Грузии, Тб., 1944;
  2. Архитектура Кватахевского Храма, XXII научная сессия отделения общественных наук АН Грузии,Тб., 1946;
  3. Мцхета, М.,1946  (при соавторстве Г. Н, Чубинашвили);
  4. Кумурдо и Никорцминда, М., 1947 ( при соавторстве Г. Н, Чубинашвили);
  5. Памятники грузинского зодчества, М.,1947;
  6. Самцевриси,  Ars Georgica, т. 2, Тб., 1948;
  7. Архитектурный образ Цроми,  Ars Georgica, т. 3, Тб., 1950;
  8. Опыт реконструкции Кутаисского храма Баграта,  Ars Georgica, т. 5, Тб., 1959.
Leave a comment