(1918, ქუთაისი – 1986, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1954), ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. სწავლობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1946 წლიდან ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელია, 1971-1986 წლებში – იმავე ინსტიტუტის საქართველოს ძეგლთა აღწერილობის განყოფილების გამგე. ამ განყოფილებას დაევალა საქართველოს ტერიტორიაზე შემონახული ყველა ძეგლის გამოვლენა, აღწერა, სათანადო გრაფიკული დოკუმენტაციის შედგენა.
ვახტანგ დოლიძე უმეტესად იკვლევდა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებს, რომელთაც მან არაერთი საყურადღებო ნაშრომი უძღვნა (გარბანი, სათხე და სხვ.). აქვს საინტერესო ნაშრომი ხევის საცხოვრებელი სახლების შესახებ. რ. შმერლინგთან და თ. ბარნაველთან ერთად მან შეადგინა გზამკვლევები თბილისის მიდამოები და საქართველოს სამხედრო გზა. 1993 წელს სხვა ავტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სამეცნიერო პრემია წიგნისათვის “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა”, წიგნი V.
რჩეული ნაშრომები: 1. Военно-грузинская дорога. Путеводитель, Тб., 1956 (რ. შმერლინგთან ერთად); 2. გარბანი. ქართული ხუროთმოძღვრების IX-X სს. ძეგლი ხევში, თბ., 1958; 3. ხევის ხალხური საცხოვრებელი სახლები, Ars Georgica, 5, 1959; 4. Окрестности Тбилиси, Тб., 1960 (რ. შმერლინგთან და თ. ბარნაველთან ერთად); 5. Рустави, Тб., 1962; 6. დავით გარეჯის გამოქვაბულთა კომპლექსი, ძეგლის მეგობარი, N3, თბ., 1964; 7. შატილი, ძეგლის მეგობარი, N5, თბ., 1965; 8. თბილისი – მცხეთა – გორი, თბ., 1966 (რ. გვერდწითელთან ერთად); 9. სათხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, Ars Georgica, 7, 1971; 10. კაზრეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, Ars Georgica, 9, 1987; 11. თბილისიდან კავკავამდე, თბ., 1991 (რ. შმერლინგთან ერთად).
ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტორ-რესტავრატორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1948 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, არქიტექტურის ფაკულტეტი. 1952-1958 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოში. 1968-1991 წლებში იყო კულტურის ძეგლთა დაცვის სპეციალიზირებულ სამეცნიერო-სარესტავრაციო გაერთიანების მთავარი არქიტექტორი. 1991 წლიდან – ძეგლთა დაცვის სამმართველოს მთავარი არქიტექტორი. 1958-2006 წლებში მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში.
სამეცნიერო კვლევის სფერო – შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა.
შესრულებული აქვს ტაძრების, ციხეების, ძველი სასახლეებისა და საცხოვრებელი სახლების მეცნიერული ანაზომები. მისი პროექტებით რესტავრირებულია მნიშვნელოვანი ძეგლები – მანგლისის, ნიკორწმინდის, ბიჭვინთის, თბილისის მეტეხის ტაძრები, სორის მთავარანგელოზის, პატარა ონის წმინდა ნიკოლოზის და სხვა ეკლესიები, სამთავისის ეპისკოპოსის სასახლე, ივერიის მთის (ახალ ათონში) კოშკი და სხვა.
რჩეული ნაშრომები: 1. მასალები ქართული კულტურის ძეგლების შესახებ მოსკოვისა და ლენინგრადის არქივებში, ძეგლის მეგობარი, 2, 1964; 2. პატარა ონის ხუროთმოძღვრული ძეგლის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები, ძეგლის მეგობარი, N 18, 1969; 3. მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი, თბ., 1974; 4. ძველი გავაზის ტაძარი, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989; 5. ბარაკონი, ძეგლის მეგობარი, N1, 1992; 6. ნიკორწმინდა, წელიწდეული, N1, 1995; 7. ნიკორწმინდა, ძეგლის მეგობარი, N1, 1996.
არქიტექტორი, მატერიალური კულტურის ძეგლთა აღწერილობის განყოფილების ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენის კავალერი. 2022 წლიდან 2023 წლამდე გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია.
ნაშრომები: 1. ვაჩნაძიანის ყველაწმინდის გუმბათოვანი ტაძრის რესტავრაციის შესახებ, ძეგლის მეგობარი, N65, თბ., 1984; 2. სოფელ ცხვარიჭამიას ეკლესია, მაცნე, N2, თბ., 1986;
3. ბენისის წმ. გიორგის ეკლესია, მაცნე (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია), 1986, N4; 4. კვლავ ვაჩნაძიანის “ყველაწმინდას” გუმბათოვანი ტაძრის თავდაპირველი ფორმების შესახებ, ძეგლის მეგობარი, N4, თბ., 1988; 5. სოფ. კალაურის ნათლისმცემლის მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრების საყურადღებო ძეგლი, საქართველოს სიძველენი, 2017, N 20; 6. 1140 სამეცნიერო სტატია (აქედან 94-ის თანაავტორი), “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა”, ტომები: 5 (თბ., 1990), 2 (თბ., 2008), 1-I (თბ., 2013), 1-II (თბ., 2015), 1-III (თბ., 2019), 1-IV (თბ., 2021); 7. მიკროფიშები: “Georgian Architecture”, vol. I-VII, ლეიდენი 1992-2010;
8. ოშკი, თბ., 2009; 9. იშხანი (ქართული ნივთიერი კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ), თბ.,2010; 10. ოთხთა ეკლესია, თბ., 2011; 11. “საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – თელავის მუნიციპალიტეტი” (თბ., 2021). შეყვანილია ენციკლოპედიებში: “თბილისი” (თბ., 2002, გვ. 420), “საქართველო”, ტ. 2, (თბ. 2012, გვ. 391).
ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის ძეგლთა აღწერილობისა და სამეცნიერო ინფორმაციის ჯგუფის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა და მინიატურა.
საქმიანობა – თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობაზე მიჰყავს მსოფლიო ხელოვნების ისტორიის კურსი.
ნაშრომები: 1. ქართული დასურათებული საღვთისმეტყველო კრებულები – გულანები, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977; 2. ანჩისხატის გულანის მინიატურები, თბ., 1990; 3. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. V, II. თბ., 1990, 2004 (სტატიები კედლის მხატვრობის ძეგლებზე); 4. გელათის ღვთისმშობლის ტაძრის XVII საუკუნის მოხატულობა (მაცხოვრის ვნებათა ციკლი), თსუ სამეცნიერო შრომათა კრებული, II, თბ., 2001; 5. Georgian Illuminated Liturgical Collections 17th Century Gulani, ΛΑΜΠΉΏΝ, 2, National Technical University, Faculty of Architecture Department of History of Art., Athens, 2003; 6. mikrofiSebi: “Georgian Architecture”, vol. I-VII,, ლეიდენი 1994-2007 (სტატიები ეკლესიათა მოხატულობაზე); 7. იშხანი, თბ., 2010.
-
ქართული დასურათებული საღვთისმეტყველო კრებულები – გულანები, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
-
ოსტატ საბას ილუსტრაციები ანჩისხატის გულანში, მაცნე, ისტორიის… N4, 1978;
-
ანჩისხატის გულანი – XVII საუკუნის ილუსტრირებული კოდექსი (მონუმენტური მხატვრობის ძეგლთა კავშირის საკითხისათვის), ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1983;
-
ანჩისხატის გულანის მინიატურები, თბ., 1990;
-
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. V, ტ. II, თბ., 1990, 2004 (სტატიები კედლის მხატვრობის ძეგლებზე);
-
მიკროფიშები: “Georgian Architecture”, vol. I-VII, ლეიდენი 1994-2007 (სტატიები ეკლესიათა მოხატულობაზე);
-
ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა ეკლესიის მოხატულობა ნოქალაქევი–არქეოპოლისი, III, 1993 (ი. მამაიაშვილთან ერთად);
-
გელათის ღვთისმშობლის ტაძრის XVII საუკუნის მოხატულობა (მაცხოვრის ვნებათა ციკლი), თსუ სამეცნიერო შრომათა კრებული, II, 2001;
-
Georgian Illuminated Liturgical Collections 17th Century Gulani, ΛΑΜΠΉΏΝ, 2, National Technical University, Faculty of Architecture Department of History of Art., Athens, 2003;
- იშხანი, თბ., 2010.
ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – წინაქრისტიანული ხელოვნება.
საქმიანობა – თბილისის არქეოლოგიური საზოგადოების გამგეობის წევრი.
რჩეული ნაშრომები: 1. თრელის N16 სამარხის ბრინჯაოს პლასტიკა, თსუ 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 1999; 2. სამთავრული მცირე პლასტიკის გენეზისის საკითხისათვის, “ძიებანი”, X დამატებანი, თბ., 2003; 3. ლჭაშელ-წითელგორის არქეოლოგიური კულტურის ბრინჯაოს მცირე პლასტიკის სემანტიკის შესახებ, საქართველოს სიძველენი, N7-8, თბ., 2005; 4. Interrelation of the Late Bronze Age Cultures of Eastern Georgia Referring to the Plastic Art and Engravings, ჟურნ. Journal of Georgian Archaeology, N2, 2005; 5. Cultural Atribution Barrow 1 of Tsitelgori, ჟურნ. Journal of Near Eastern Studies, Brussels, 2005.
-
Бронзовые образцы малой пластики эпохи поздней бронзы раннего железа обнаруженные на территории Восточной Грузии, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1983;
-
К вопросу генезиса малой пластики Центрального Закавказья XIV-XIII вв. до н.э, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989;
-
ანოტაციები საქართველოს არქეოლოგიური გამოფენისათვის გერმანიაში. Unterwegs zum Goldenen Vlies, Saarbrucken, 1995;
-
თრელის N16 სამარხის ბრინჯაოს პლასტიკას, თსუ 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 1999;
-
ლითონის შტანდარტები ევრაზიიდან (ძვ. წ. III-I ათასწ.) წინაქრისტიანული ხანის ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი I სამეცნიერო სესიის მასალები, თბ., 1999.
(1918, თბილისი – 2006, თბილისი)
ქართული ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1953). 1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის სპეციალობა, 1947 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1957-2006 წლებში იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, იკვლევდა შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ქართულ ხუროთმოძრვრებას. შესრულებული აქვს ყორანთის, ჩოხის, აბელის და სხვა ეკლესიების მეცნიერული ანაზომები. მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი კონფერენციებისა და საერთაშორისო სიმპოზიუმების მუშაობაში.
რჩეული ნაშრომები: 1. ხუროთმოძრვრული ძეგლი სოფელ ხოვლეში. ძეგლის მეგობარი, N3, 1964; 2. XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ჩიხაში, ძეგლის მეგობარი, N8, 1966; 3. ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო, ძეგლის მეგობარი, N17, 1968; 4. ერთაწმინდა, თბ., 1976; 5. მღვიმევი, თბ., 1982; 6. ეროვნული მხატვრული ფორმის ძიების პრობლემა თანამედროვე ქართულ ხუროთმოღვრებაში, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989.
- ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფელ ხოვლეში, ძეგლის მეგობარი, 1964;
- XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ჩიხაში, ძეგლის მეგობარი, 8, 1966;
- ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო, ძეგლის მეგობარი, 17, 1968;
- ერთაწმინდა, თბ., 1976;
- მღვიმევი, თბ., 1982;
- ეროვნული მხატვრული ფორმის ძიების პრობლემა თანამედროვე ქართულ ხუროთმოღვრებაში, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989.