An International Conference – “Cultural Heritage Preservation on Occupied Territories: Georgia and an International Experience”
The George Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation, the Ivane Javakhishvili TSU Institute of History and Ethnography and the Korneli Kekelidze Georgian Manuscript National Centre together with Blue Shield Georgian National Committee are organizing an international conference “Cultural Heritage Preservation on Occupied Territories: Georgia and an International Experience” which will be held on June 24-25, 2020 in Tbilisi, in the George Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation.
The conference has been financed by the Shota Rustaveli National Scientific Foundation in the frames of “A Competition Supporting 2019 Georgian Occupied Territories Studying National Research Projects and Guaranteeing International Scientific Arrangements”.
საერთაშორისო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ რომელიც გაიმართა 2020 წლის 24-25 ივნისს, თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში.
კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „2019 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში დაფინანსდა.
On November 12 a presentation of the first stage of the conservation project of Mtskheta Jvari main church was held at The George Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation. The project is being executed by the George Chubinashvili National Research Centre with the financial support of cultural heritage foundation of the ambassador of the Unated States of America in the frames of a large grant.
The aim of the project is protection of the facade masonry of Jvari Monastery main church from further damage. On the first stage, which will last for 10 months, a complex multidiscipline research will be held. This will serve as a base for conservation strategy and a detailed plan of intervention. This conservation project will concern the façade sandstone masonry of the church (all four facades and a dome drum) which in whole is about 1200 square meters of the surface.
12 ნოემბერს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციის პირველი ეტაპის პროექტის პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მსხვილი გრანტის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის საფასადო ქვის წყობის დაცვა შემდგომი დაზიანებისგან. პირველ ეტაპზე, რომელიც გაგრძელდება 10 თვე, ჩატარდება კომპლექსური მულტიდისციპლინარული კვლევა, რის საფუძველზეც მომზადდება კონსერვაციის სტრატეგია და შემუშავდება ჩარევის დეტალური გეგმა. საკონსერვაციო პროექტი შეეხება ტაძრის ქვიშაქვის საფასადო წყობას (ოთხივე ფასადსა და გუმბათის ყელს), რაც საერთო ჯამში შეადგენს ზედაპირის დაახლოებით 1200 კვ. მ-ს.

სახალხო მხატვრის სერგო ქობულაძის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, 2019 წლის 22 და 23 ოქტომბერს ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში განიხილებოდა XIX-XX სს-ის ქართულ სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურასთან დაკავშირებული საკითხები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სერგო ქობულაძის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. ასევე ესკიზები, რომლებიც თანმიმდევრულად გვიჩვენებს მხატვრის სამუშაო პროცესს.