ა/წ 16-18 აპრილს პროექტის “ლიმენი: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” ფარგლებში ქალაქ ბათუმში შედგა შეხვედრა პროექტის განმახორციელებელ ჯგუფსა და ადგილობრივი ქსელის წარმომადგენლებს შორის. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრობლობის პროგრამის ფარგლებში.
ორგანიზატორი: ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი); პროექტის პარტნიორი საქართველოში: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.
სამდღიანი შეხვედრების განმავლობაში გ. ჩუბინაშვილის ცენტრის წარმომადგენლები: მ. დიდებულიძე (პროექტის ხელმძღვანელი), მზია ჯანჯალია და მაკა ბულია შეხვდენენ პროექტის ადგილობრივი ქსელის ორგანიზაციათა წარმომადგენლებს.
განხილულ იქნა და დამუშავდა ტურისტული საინფორმაციო მასალის ფორმები, შემადგენლობა, კატეგორიები, ასევე კულტურული ტურიზმის მარშრუტებში შესატანი ძეგლების სიები; ტელესივრცეში აჭარის და კერძოდ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის გამიზნული კლიპის და ასევე კულტურული ტურიზმის გზამკვლევისა და საინფორმაციო მასალების შექმნა.
ცალკე საკითხად განხილულ იქნა საინფორმაციო ფირნიშების ფორმები, მასალა, როგორც ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული, ასევე ამჟამად საქართველოში დამუშავების პროცესში მყოფი ვარიანტები.
შეხვედრები მოეწყო რუსთაველის სახ. უნივერსიტეტში და არქეოლოგიურ მუზეუმში. ბოლო შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდა აჭარის კულტურის მინისტრის ბ-ნ გ. თავამაიშვილის მონაწილეობით და სააგენტოს ახლად დანიშნული დირექტორის მირანდა ჩარკვიანის ხელმძღვანელობით.
დაიგეგმა მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა ამ სფეროში