2015 წლის 25-27 ივნისს საერთაშორისო პროექტის “ლიმენი. კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (ფინანსდება ევროკავშირის მიერ) ფარგლებში ქ. ოდესაში, (უკრაინა) ჩატარდა საერთაშორისო სემინარი კულტურული ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხებზე. სემინარში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ დიდებულიძემ და პროექტის ადგილობრივი ქსელის წარმომადგენელმა, თამარ კაიკაციშვილმა (აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი).
ქართული მხარის წარმომადგენლებმა სემინარზე განსახილველად წარადგინეს მოხსენებები კულტურული ტურიზმის განვითარების თაობაზე აჭარასა და მთლიანად საქართველოში, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით.