გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრობლობის პროგრამის ფარგლებში დაწყებული პროექტის „LIMEN: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე“ პარტნიორია.
პროექტის ორგანიზატორია ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი); პროექტის პარტნიორები არიან: სტამბულისა და კოჩის უნივერსიტეტები (თურქეთი), კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი); კონსტანცას ნაციონალური ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი (რუმინეთი); ოდესის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი (უკრაინა); ვარნას მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი). პროექტის მხარდამჭერები არიან: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), შავი და აზოვის ზღვების პორტების ასოციაცია (BASPA ), შავი ზღვის საერთაშორისო კლუბი (IBSC).
პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და „კულტურის ევროპული დედაქალაქის“ გამოცდილების გამოყენებით ახალი ინსტიტუციის: „შავი ზღვის კულტურული პორტის“ დაფუძნება. ინსტიტუციის მიზანია შავი ზღვის აუზის ქალაქი-პორტების მემკვიდრეობისა და სპეციფიკური ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია; ქალაქი-პორტების მდგრადი და თანასწორი თანამშრომლობის ეკონომიკური და კულტურული პლატფორმის მომზადება.
საწყის ეტაპზე პროექტი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებში ადგილობივი ქსელების ჩამოყალიბებას.