საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეორე ლიტერატურული ფორუმი-დიალოგი ქართველი და უცხოელი გამომცემლების, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის. ფორუმ-დიალოგის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ახალი კონტაქტების დამყარებას ქართულ და უცხოურ გამომცემლობებს შორის.
გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ წაიკითხა მოხსენება “ხელოვნების ისტორია უახლეს ქართულ გამოცემებში” (ინგლისურ ენაზე).