2011 წლის 2-5 მაისს თბილისის მერიისა და საკრებულოს თაოსნობით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შედგა თბილისის ეკონომიკური განვითარების ფორუმი,რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ურბანული დაგეგმარების საერთაშორისო ექსპერტები. თბილისის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად მრავალ სხვა საკითხთან ერთად განიხილებოდა ძველი ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების საკითხები და ამასთან დაკავშირებული ამოცანების ჩართვის გზები ქალაქის განვითარების სტრატეგიაში.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ და თანამშრომლებმა: მანანა სურამელაშვილმა, მარიამ გაჩეჩილაძემ, ციცინო ჩაჩხუნაშვილმა და სხვ