2011 წლის 17-20 თებერვალს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მოეწყო სამდღიანი ექსპედიცია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ექსპერტები – ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, არქიტექტორები, კონსტრუქტორები და ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს.
დიდთოვლობის გამო მოხერხდა მხოლოდ ოშკისა და იშხნის ეკლესიების დათვალიერება. ეს უნიკალური ტაძრები სავალალო მდგომარეობაშია და მათ გადასარჩენად სასწრაფო ზომებია მისაღები. ექსპედიციაში სხვებთან ერთად მონაწილეობდა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების გამგე დავით ხოშტარია.