[rev_slider_vc alias=”title”]
გიორგი ჩუბინაშვილი
(1885, ს. პეტერბურგი - 1973, თბილისი)
ქართული ხელოვნებათმცოდნეობის დამფუძნებელი. 1906-1916 წწ-ში ფსიქოლოგიასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა ლაიფციგის, ჰალლეს და პეტროგრადის უნივერსიტეტებში. 1917-1922 წწ-ში კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის,...
ვახტანგ ბერიძე
(1914, ქუთაისი - 2000, თბილისი)
1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1936-1998 წწ-ში ასწავლიდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 1941 წლიდან გ. ჩუბინაშვილის სახ....
რენე შმერლინგი
(1901, თბილისი - 1967, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხელოვნების გამოჩენილი მკვლევარი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). იგი თბილისში დაიბადა, აქვე გაატარა თავისი ცხოვრება, თავისი საქმით მთლიანად...
თინათინ ვირსალაძე
(1907, თბილისი - 1985, თბილისი)
ხელოვნებათმცოდნე, ქართული მონუმენტური მხატვრობის მკვლევარი.
1924 წელს, საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი სწავლობდა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, პარალელურად კი - ...
ნიკოლოზ სევეროვი (ნორდმანი)
(1887, თბილისი - 1957, კიევი)
არქიტექტორი, ხუროთმოძღვრების მკვლევარი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა პეტროგრადის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი (1915). 1918-1948 წლებში მუშაობდა თბილისში (1935-1948 წლებში - საქართველოს...
ლევან მუსხელიშვილი
(1900, თბილისი - 1942, თბილისი)
ისტორიკოსი და არქეოლოგი. 1918-1923 წლებში სწავლობდა გერმანიაში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1930-1931 წლებში მონაწილეობდა ნოქალაქევის არქეოლოგიის...
ლევან (ლეო) რჩეულიშვილი
(1909, ს. ხოვლე - 1986, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954). 1932 წელს დაამთავრა საქართველოს სამშენებლო...
რუსუდან (რუდა) მეფისაშვილი
(1913, ესენტუკი - 2002, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1936 წ. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941 წლიდან...
ვახტანგ ცინცაძე
(1915, თბილისი - 1993, თბილისი)
არქიტექტორი, რესტავრატორი, არქიტექტურის მკლევარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიის ინსტიტუტის...
ზაქარია მაისურაძე
(1912, თბილისი - 1971, თბილისი)
კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). ქართული კერამიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც თავისი თემატიკით დაკავშირებული იყო ქართულ ფოლკლორთან -...
ნიკო ჩუბინაშვილი
(1908, ლაიფციგი - 1993, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხეზეკვეთილობის, თანამედროვე არქიტექტურისა და ქანდაკების მკვლევარი, ძეგლთა დაცვა-აღდგენის მონაწილე და კონსულტანტი.
უმაღლესი...
სარა ბარნაველი
(1902, თელავი - 1984, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979). 1925 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე...