საფლავის ძეგლები XVII-XIX საუკუნეების საქართველოში

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი:
ეკატერინე კვაჭატაძე

რედაქტორი:
სამსონ ლეჟავა

კოლსულტანტი:
ელდარ ნადირაძე

ფოტოგადაღება:
გოგოთურ მისრიაშვილი

თბილისი 2022

ნაშრომის მიზანია წარმოადგინოს გვიანი შუასაუკუნეებისა და ახალი დროის  ფიგურული რელიეფებით შემკული საფლავის ქვათა და არქიტექტურულად გადაწყვეტილი საფლავის ძეგლების საერთო სურათი საქართველოში, გააანალიზოს მისი არსებითი მახასიათებლები, იკონოლოგიური, სტილური, თემატური, მსოფლმხედველობრივი სიახლეები და მხატვრული ტენდენციები, ხალხური შემოქმედების  თავისებურება. ნაშრომი საფლავის  ძეგლთა სახელოვნებათმცოდნეო თვალსაზრისით განვრცობილი სამეცნიერო კვლევის პირველი მცდელობაა. საქართველოში XVII საუკუნიდან 1930-იან წლებამდე პერიოდის ფიგურულრელიეფიანი საფლავის ძეგლთა კვლევამ ცხადყო საფლავის დეკორის რეგიონული თავისებურებანი და მრაaaვალფეროვნება, გამოსახულებათა რეპერტუარისა და იკონოგრაფიის კავშირი შუა საუკუნეების რელიეფური ქანდაკების ტრადიციებთან;  ამავდროულად მათში თვალსაჩინოა ახალი დროის სეკულარიზაციის ტენდენციები, ნეოკლასიცისტურ, ნეობაროკულ და მოდერნის სტილთა, ზოგჯერ თავისებური ეკლექტიზმის სახით შემოდინება.

https://el.ge/articles/538005?fbclid=IwAR1BTXdxmFU5Il8fmvYDFdt3PxcthRs7-kHdaWh8YPaEde-6cVA1noCYZ_w