სახალხო მხატვრის სერგო ქობულაძის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, 2019 წლის 22 და 23 ოქტომბერს ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში განიხილებოდა XIX-XX სს-ის ქართულ სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურასთან დაკავშირებული საკითხები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სერგო ქობულაძის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. ასევე ესკიზები, რომლებიც თანმიმდევრულად გვიჩვენებს მხატვრის სამუშაო პროცესს.