2018 წლის 26 ივნისს – 2 ივლისს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ფოტო გამოფენა: აჭარის ხის მეჩეთები. გამოფენის მომწყობები: მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორანტი, კანადელი არქიტექტორი სიუზენ ჰარის-ბრანდტსი; ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის დოქტორანტი ენჯელა ვილერი და ფოტოგრაფი ვლადიმერ შიოშვილი (საქართველო-აშშ).
გამოფენის ავტორები იკვლევენ ყოფილ საბჭოთა კავშირში კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული იდენტობის საკითხებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფართო ფორმატიანი ფოტოები მთიან აჭარაში შემორჩენილი ხის მეჩეთების, შესაბამისი ნახაზებით, ჩანახატებით, შესაბამისი ანოტაციებით და ა.შ. გამოფენის კატალოგი და ღია ბარათები ასევე იქნა წარმოდგენილი გამოფენის მნახველთათვის.