(1902, თელავი – 1984, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979). 1925 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1972-1984 წლებში მცირე ხელოვნებათა გამყოფილების გამგე იყო. წლების განმავლობაში სწავლობდა ისტორიულ საბუთებსა და წერილობით წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. მზითვის წიგნებს, როგორც მატერიალური კულტურის ამსახველ ძეგლებს. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო მცირე პლასტიკა, კერძოდ – გლიპტიკა. ს. ბარნაველის ნაშრომებში განხილულია ქართული გლიპტიკის უნიკალური ძეგლები, მოცემულია ამ დარგის განვითარების საინტერესო სურათი, დაფუძნებული ძეგლების მხატვრულ ანალიზსა და ფართო ისტორიულ მასალაზე. მეცნიერულად შეისწავლა და გამოაქვეყნა ქართული ნივთიერი კულტურის, კერძოდ, მშენებლობის ისტორიასთან დაკავშირებული ძველი საბუთები.
რჩეული ნაშრომები: 1. ქართული დროშები, თბ., 1953; 2. საქართველოს ანტიკური საბეჭდავების ისტორიიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 18, N2, 1957; 3. საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965; 4. Античная глиптика Грузии и её традиции в глиптике средневековья, წგნ: Античность и античные традиции в культуре и искусстве народов Советского Востока, М., 1978.
ბიბლიოგრაფია
-
ელისაბედ ბატონიშვილის მზითვის წიგნი, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. 10-B, 1940;
-
ორი გემა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. VI, N7, თბ., 1945;
-
ახალი წარწერები ატენიდან, საქართველოს მეცნ. აკად. მოამბე, ტ. VII, N1-2, თბ., 1946;
-
გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ეპოქის დროშები, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის I სამეცნიერო სესია, თეზისები, თბ., 1946;
-
ხარაგაულის ჯვრის გემა, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის II სამეცნიერო სესია, თეზისები, თბ., 1947;
-
სამთავისის «მეორედ აღმშენებლის» ვინაობა, საქართველოს მეცნ. აკად. მოამბე, N9, 1951;
-
ქართული დროშები, თბ., 1953;
-
ტარასი ალექსიშვილის “ქვეყნიური სამოთხე”, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. XV-B, თბ., 1953;
-
მარმარილოს სტელა შავი ზღვის ფსკერიდან, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XI სესიის მასალები, თბ., 1956;
-
საქართველოს ანტიკური საბეჭდავების ისტორიიდან, საქართველოს მეცნ. აკად. მოამბე, ტ. XVIII, N2, თბ., 1957;
-
გემა საჩინოდან, Ars Georgica, ტ. 5, თბ., 1959;
-
კამეა სვანეთიდან, Ars Georgica, ტ. 6 – A, თბ., 1963;
-
«ბეჭდები მუნასიბიანნი» (ქართული გლიპტიკა, წარწერები ბეჭდებზე), საქართველოს მეცნ. აკად. მოამბე, ტ. XXX, N1, თბ., 1963;
-
საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965;
-
განვითარებული შუა საუკუნეების ქართული საბეჭდავების საკითხისათვის, «მაცნე», N5, 1966;
-
დავით ბატონიშვილის საბეჭდავი, ძეგლის მეგობარი, N9, 1967;
-
XIX საუკუნის მოღვაწეთა პორტრეტებისათვის, საქართველოს მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 51, N1, 1968;
-
გასათხოვარი ქალის მზითევი XVIII ს. დასაწყისის საქართველოში, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. XI, თბ., 1971;
-
სვანეთის გემმა პორტრეტის გამოხატულებით, Ars Georgica, N7, 1971;
-
ნიშნები პორტრეტულ გემმებზე (არმაზისხევის სამაროვანში ნაპოვნი გლიპტიკური პორტრეტები), ძეგლის მეგობარი, N29, 1972;
-
XVIII საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიიდან, «მაცნე», ისტორიის სერია, N1, 1976;
-
Античная глиптика Грузии и её традиции в глиптике средневековья, წგნ: Античность и античные традиции в культуре и искусстве народов Советского Востока, М., 1978;
-
ივანე ჯავახიშვილი და ქართული ხელოვნების ისტორია, Ars Georgica, 8, 1979;
-
დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა ემბლემიანი საბეჭდავებისათვის, Ars Georgica, 9-A, თბ., 1987;
-
მხატვარი დავით ქართველი (დასავლეთ საქართველოში მოღვაწე XVII საუკუნის საბუთების გამფორმებელი მხატვარი), Ars Georgica, 8-B, 1987.