(1901, თბილისი – 1967, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხელოვნების გამოჩენილი მკვლევარი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). იგი თბილისში დაიბადა, აქვე გაატარა თავისი ცხოვრება, თავისი საქმით მთლიანად საქართველოსთან, ქართულ ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1929). მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, 1941-იდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ. იკვლევდა ქართული პალეოგრაფიის საკითხებს და ქართულ ხელოვნებას. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოპულარული ნაშრომები – გზამკვლევები ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ. შმერლინგის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში.
რ. შმერლინგის ნაშრომებისთვის დამახასიათებელია ყოველი ნაწარმოებისა და ძეგლის განსაკუთრებული სიბეჯითით გამოკვლევა, ყოველმხრივი შესწავლა, მახვილი მხატვრული ანალიზი. მას უტყუარი ლიტერატურული ნიჭიც ჰქონდა, რაც აგრეთვე გამოარჩევს მის თხზულებებს.
რენე შმერლინგი თავისი საქმის ფანატიკოსი იყო. თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა შემოვლილი, რამდენიმეჯერ იყო სვანეთში, დაღესტანში. დაუღალავი მოსიარულე იყო, უამრავი ძეგლი ჰქონდა ნანახი, თავის უბის წიგნაკებში ყოველი მათგანის დაწვრილებითი აღწერა და მშვენიერი ჩანახატები შეჰქონდა. მასთან ურთიერთობა საინტერესო იყო კოლეგებისთვის და დიდად სასარგებლო ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. მან 26 წელი იმუშავა ინსტიტუტში, ღრმა კვალი დატოვა მის საქმიანობაშიც და ქართული ხელოვნების მეცნიერებაშიც.
რენე შმერლინგი

ბიბლიოგრაფია