ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი ეწვია წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერს “ჩაკიდული თხემები”, რომელიც თანამედროვე ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ საუკეთესო ქმნილებად არის მიჩნეული. მეცნიერთა ჯგუფს მასპინძლობდა მეუფე დავითი, ამბა ალავერდელი, რომელიც არის ამ პროექტის ავტორი. მან დაათვალიერებინა ხელოვნებათმცოდნეებს მონასტრის ეკლესიები, სენაკები, ბიბლიოთეკა, ხატწერის სახელოსნო და სხვა სათავსები და გააცნო მომავალი განვითარების გეგმები.