(1927, თბილისი – 1997, თბილისი)
არქიტექტურის ისტორიკოსი და კრიტიკოსი. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1949-1985 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1988-1996 წლებში – დირექტორი. 1961-1985 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1974-1981 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. XX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების გაბმული ისტორიის ავტორი. ქართველ არქიტექტორთა და მხატვართა შემოქმედების მკვლევარი. იგი აქტიურად ეხმაურებოდა არქიტექტურული ცხოვრების თვალსაჩინო მოვლენებს.
რჩეული ნაშრომები: 1. საქართველოს სსრ მთავრობის სახლის არქიტექტურა, თბ., 1957; 2. თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1958 (მ. კარბელაშვილთან და ს. კინწურაშვილთან ერთად); 3. Архитектура Советской Грузии, Москва-Тбилиси, 1958 (ს. კინწურაშვილთან ერთად); 4. Национальное своеобразие города, Декоративное искусство СССР, №10, М., 1959 (ს. კინწურაშვილთან ერთად); 5. არქიტექტორი არჩილ ქურდიანი, თბ., 1963; 6. სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის შენობის არქიტექტურა, საბჭოთა ხელოვნება, N6, თბ., 1964; 7. საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1965 (ქართული, რუსული და ინგლისური ტექსტით); 8. Город и художник, Декоративное искусство, №8, М., 1966; 9. Архитектура Грузии от истоков до наших дней, М.,1976 (ი. ციციშვილთან ერთად); 10. Тбилиси – Мцхета, Тб., 1981 (კ. მაჩაბელთან ერთად).
-
საბჭოთა არქიტექტურული სტილის რამოდენიმე საკითხი, ლიტერატურა და ხელოვნება, N1, 1952;
-
საქართველოს სსრ მთავრობის სახლის არქიტექტურა, თბ., 1957;
-
თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1958 (მ. კარბელაშვილთან და ს. კინწურაშვილთან ერთად);
-
Архитектура Советской Грузии, Москва-Тбилиси, 1958 (при соавторстве С. Кинцурашвили);
-
Национальное своеобразие города, Декоративное искусство СССР, №10, М., 1959 (при соавторстве С. Кинцурашвили);
-
დღევანდელობის არქიტექტურა, ცისკარი, N6, 1961;
-
არქიტექტორი არჩილ ქურდიანი, თბ., 1963;
-
ხელოვნების სინთეზის საკითხისათვის, მნათობი, N8, თბ., 1963;
-
სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის შენობის არქიტექტურა, საბჭოთა ხელოვნება, N6, თბ., 1964;
-
საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1965 (ქართული, რუსული და ინგლისური ტექსტით);
-
Город и художник, Декоративное искусство, №8, М., 1966;
-
Архитектура Грузии от истоков до наших дней, М.,1976 (ი. ციციშვილთან ერთად);
-
Тбилиси – Мцхета, Тб., 1981 (კ. მაჩაბელთან ერთად).