ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – წლების მანძილზე მუშაობს ძველი ქართული არქიტექტურის ნიმუშების კვლევისა და დაცვის დარგში, ურბანული მემკვიდრეობის შესწავლისა და აღრიცხვა-ფიქსაციის სფეროში.
საქმიანობა – არის ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი; ასოციაციის “საზოგადოება და კულტურული მემკვიდრეობა” დამფუძნებელი და წევრი – 2005 წლიდან; მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის პროექტებში ქალაქების – თბილისის, ბათუმის, თელავის ურბანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის კუთხით; ამჟამად ჩართულია ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის საყრდენ გეგმასთან დაკავშირებულ ხუროთმოძღვრული ძეგლების ინვენტარიზაციის საქმეში.
რჩეული ნაშრომები: 1. ხადა, ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1983 (თანაავტორი); 2. ლეჩხუმი, ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1983 (თანაავტორი); 3. ბეთლემის კლდისუბნის არქიტექტურის კვლევის შედეგები, საისტორიო მოამბე, 6, თბ., 2004; 4. XVIII საუკუნის ერთი თბილისური ბანიანი სახლის შესახებ, საისტორიო მოამბე, 7-8, თბ., 2005; 5. XVIII ს-ის კოშკური საცხოვრებელი ბეთლემის კლდისუბანში, საისტორიო მოამბე, 9, 2006; 6. არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში, თბ., 2012 (ი.ელიზბარაშვილთან, ც. ჩაჩხუნაშვილთან და ხ. ჭურღულიასთან ერთად).
- ხადის ხეობის უნიკალური კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, Heritage at Risk, 2016-2019 წლების მსოფლიო ანგარიში მემკვიდრეობის ძეგლებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილების შესახებ, ICOMOS-ის ელექტრონული გამოცემა, 2020;
- თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაფარული სამშენებლო ფენები, ARS GEORGICA, ელექტრონული ჟურნალი, სერია B, georgianart.ge. 2020;
- მუცო – მთის ტრადიციული გამაგრებული დასახლების უნიკალური ნიმუში, საქართველოს სიძველენი N 22, თბ., 2019; გვ. 222-246;
- გამაგრებული ისტორიული დასახლებები საქართველოს ჩრდილოეთ მთიანეთში, წგნ., 490 გვ., თბ., 2018 (თანაავტორი);
- ზუგდიდის ეკატერინე დედოფლისეული სასახლის სახელოვნებათმცოდნეო კვლევა,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონული გამოცემა www.gaccgeorgia.org. 2015; გვ. 7-63;
- ისტორიული არქიტექტურის მეტამორფოზა, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის რეგიონალური ჟურნალი N 3, rcchd.icomos.org.ge 2013;
- არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში (ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი), წგნ., 300 გვ., თბ., 2012 (თანაავტორი);
- სიძველის შენარჩუნების ტრადიცია თბილისის ურბანულ მემკვიდრეობაში და დღევანდელი დანაკარგები, ACADEMIA, 2, თბ., 2011; გვ. 131-145
- თბილისი, კალა, ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია, პროგრამის ანგარიში, 2000-2010, თბ., 2011; (თანაავტორი);
- რაც მუდმივი და განუმეორებელია თბილისში, ურბანული მემკვიდრეობის დაცვა: ძველი თბილისის იდენტობა და სული, კონფერენციის მასალები, თბ., 2010; გვ.68-73
- ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს სიძველენი, N12, თბ., 2008, (თანაავტორი);
- XVIII საუკუნის კოშკური საცხოვრებელი ბეთლემის კლდისუბანში, საქართველოს სიძველენი, N9, თბ., 2006;
- XVIII საუკუნის ერთი თბილისური ბანიანი სახლის შესახებ, საქართველოს სიძველენი, N7-8, თბ., 2005;
- ბეთლემის კლდისუბნის არქიტექტურის კვლევის შედეგები, საქართველოს სიძველენი, N6, თბ., 2004;
- ძველი თბილისის პრობლემების ხასიათი ბეთლემის უბნის მაგალითზე, ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორიის არაპერიოდული გამოცემა, ალმანახი “ილიაზდი”, 1/01, თბ., 2002;
- ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი, “ძველი თბილისის პრობლემა”, კონფერენციის მასალები საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი, თბ., 2001;
- პირველი საერთაშორისო სასწავლო სემინარი საქართველოში, სამეცნიერო შრომების წელიწდეული, III, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო, თბ., 1998 (თანაავტორი);
- ოძისის ეკლესიების კვლევისას წამოჭრილ საკითხთა ირგვლივ, სამეცნიერო შრომების წელიწდეული, III, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო, თბ., 1996;
- ძველი თბილისის გადარჩენის პრობლემა XXI საუკუნის მიჯნაზე, საერთაშორისო სასწავლო კურსი – ხალხური ხუროთმოძღვრების მნიშვნელობა და მისი დაცვის პრობლემები (მოხსენებათა კრებული), თბ., 1996;
- სამთავრო, ბუკლ., თბ., 1987;
- გიორგიწმინდა, ძეგლის მეგობარი, N1, თბ., 1986;
- ლეჩხუმი, წგნ., თბ., 1983 (თანაავტორი);
- ხადა, წგნ., თბ., 1983 (თანაავტორი)