(1930, თბილისი – 1998, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სწავლობდა თ]ილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1958 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, 1963 წლიდან იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, 1967-1973 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1978 წლიდან მუშაობდა საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ.
ეკატერინე პრივალოვას ძირითადი საკვლევი თემა იყო შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერა და მისი დაცვის პრობლემები, მისი ურთიერთობა ბიზანტიურ მხატვრობასთან, აგრეთვე, თანამედროვე ქართული ხელოვნება. მეცნიერის ნარკვევები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, დასავლეთევროპულ სამეცნიერო პერიოდიკაში.
1992-1993 წლებში იყო შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორატის წევრი. 1996 წლიდან – ძველი კედლის მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრის “ბეთანია” – დირექტორი.
ე. პრივალოვა მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ I (ბერგამო, იტალია 1974), III (ბარი, ლეჩე, იტალია 1980), IV (თბილისი, 1983) საერთაშორისო სიმპოზიუმებში, ბერძნულ-ქართული ხელოვნებისადმი (პატმოსი, საბერძნეთი 1981), სტუდენიცას მონასტრის 800 წლისადმი (ბელგრადი, იუგოსლავია 1986) მიძღვნილ კონფერენციებში, მხატვრულ-კულტურულ კითხვებში “ბიზანტია და საქართველო” (ათენი, საბერძნეთი 1990), საერთაშორისო სიმპოზიუმში “ათონის მთის ხელოვნება ბიზანტიურ პერიოდში” (თესალონიკი, საბერძნეთი 1997).
ე. პრივალოვა იყო ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, IOFA-ს, საბერძნეთის ქრისტიანული არქეოლოგიის საზოგადოების საპატიო წევრი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში პროგრამა – “ყინწვისის ფრესკების გადარჩენის” მთავარი კონსულტანტი, შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ძეგლების აღდგენისა და კონსერვაციისადმი მიძღვნილი ყველა პროგრამისა და მოძრაობის აქტიური წევრი, სამეცნიერო-პოპულარული ფილმების თანაავტორი.
რჩეული ნაშრომები: 1. Зураб Нижарадзе, М., 1972; 2. Павниси, Тб., 1977; 3. Роспись церкви Георгия Калаубанского близ Мцхета, Ars Georgica, № 8-А, 1979; 4. Роспись Тимотесубани, Тб., 1980; 5. ბეთანიის ტაძრის მოხატულობა – საბჭოთა ხელოვნება, N2, 1980; 6. ელენე ახვლედიანი (ალბომი), თბ., 1980; 7. Nouvelle donnée Betania, – Symposium international sur l‛ art Georgian, Tbilisi, 1983; 8. ვარძია, თბ., 1987 (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე); 9. Роспись церкви “Вознесения” – “Амаглева” в Озаани, Ars Georgica, 9-А, 1987; 10. Certain particularites des peintures murales Georgiennes des XI-XIII siecles, Belgrads, 1988; 11. Некоторые особенности грузинских росписей рубежа XII-XIII вв., Ars Georgica, 10-А, Тб., 1991; 12. შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ერთი თავისებურების შესახებ ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესიის მაგალითზე, წელიწდეული, 1, თბ., 1995; 13. ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობის შესახებ, საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები, თბ., 1998.
-
«სასწაული სარკინოზზე» იკვისა და ფავნისის კედლის მხატვრობაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXVIII, N6, 1962;
-
Художественное решение двух композиций “чудес” св. Георгия в грузинских росписях зрелого средневековья. Вестник АН Грузии, № 1, Тб., 1963;
-
Первый художник государства, к 125-летию со дня рождения Е. Матейко. Вечерний Тбилиси, № 146, Тб., 1963;
-
შუა საუკუნეების ქართული პორტრეტის ისტორიიდან (XII საუკუნის საქტიტორო პორტრეტები ფავნისში), ძეგლის მეგობარი, N8, 1966;
-
მურყმელის «მაცხვარის» მოხატულობა უშგულში, ძეგლის მეგობარი, N29, 1972;
-
Зураб Нижарадзе, М., 1972;
-
Слово об учителе (Памяти академика Г. Чубинашвили), Литературная Грузия, № 4,1973;
-
«არს კიმოთისმანს მონასტერი გუმბათიანი…», ძეგლის მეგობარი, N38, 1975;
-
ჭილაანთ ციხე-დარბაზი დუშეთში, ცისკარი, N6, 1977;
-
Павниси, Тб., 1977;
-
ალეკო გორგაძე, საბჭოთა ხელოვნება, ¹9, 1979;
-
Роспись церкви Георгия Калаубанского близ Мцхета, Ars Georgica, № 8-А.,
-
Роспись Тимотесубани, Тб., 1980;
-
ელენე ახვლედიანი (ალბომი), თბ., 1980;
-
ქართული მონუმენტური ფერწერის კოპირების ისტორიიდან, მეცნიერება და ტექნიკა, N11, 1980;
-
ბეთანიის ტაძრის მოხატულობა, საბჭოთა ხელოვნება, N2, 1980;
-
Nouvelles donné Betania, Symposium international sur l art Georgian, Tbilisi, 1983;
-
დღის წესრიგშია ქართული კედლის მხატვრობა – მასალა დისკუსიისთვის ძეგლის მეგობარი, 72, 1986;
-
ვარძია, თბ., 1987 (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე);
-
Роспись церкви “Вознесения” – “Амаглева” в Озаани, Ars Georgica, 9-А , 1987;
-
Certain particularites des peintures murales Georgiennes des XI-XIII siecles, Belgrads, 1988;
-
Некоторые особенности грузинских росписей рубежа XII-XIII вв., Ars Georgica, 10 – А, Тб., 1991;
-
შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ერთი თავისებურების შესახებ ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესიის მაგალითზე, წელიწდეული, 1, თბ., 1995;
-
ზოგიერთი შენიშვნა ტაო-კლარჯეთის მოხატულობის შესახებ, წელიწდეული, II, თბ., 1996;
-
ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობის შესახებ, საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები, თბ., 1998;
-
კვლავ ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობის შესახებ, წელიწდეული IV-V, თბ., 1999-2002.