(1927, თბილისი – 2006, თბილისი)
ხელოვნებათმცოდნე. სამეცნიერო კვლევის სფერო – ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნება. სწავლობდა თსუ ისტორიის ფაკულტეტზე (1944-1949), ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში (1951-1954). მუშაობდა ძეგლთა დაცვის განყოფილებაში (1950-1951), ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში – უმცროს მეცნიერ თანამშრომლად 1956 წლიდან, ხოლო 1967 წლიდან – უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სექტორის ხელმძღვანელად 1988 წლიდან, ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგედ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ს. ქობულაძის წიგნის ილუსტრაცია” (1963). მის მიერ გამოქვეყნებულია წიგნები, ალბომები, მონოგრაფიები. მ. კარბელაშვილი მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში (1977, 1981, 1989). მუშაობდა პედაგოგად თსსა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე.
რჩეული ნაშრომები: 1. სერგო ქობულაძე, თბ., 1970; 2. ელენე ახვლედიანი, თბ., 1980; 3. ლევან ცუცქირიძე, მოსკოვი, 1991; 4. ავთო ვარაზი, წგნ: «ავთო ვარაზი – ფერწერა გრაფიკა», თბ., 1993; 5. ჰენრიხ ჰრინევსკი და მისი ილუსტრაციები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულისათვის, თბ., 1999; 6. ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები ქართული ხალხური ზღაპრებისათვის, თბ., 2000; 7. ოსკარ შმერლინგი, რ. შმერლინგის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია. მოხსენებათა მასალები, თბ., 2000; 8. მხატვარ ანა შალიკაშვილის შემოქმედება, Ars Georgica, 11, თბ., 2001; 9. მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძის შემოქმედება, ქართული ხელოვნების ნარკვევები, III, თბ., 2004.
-
სერგო ქობულაძის ილუსტრაციები პრემიისათვის ვეფხისტყაოსანი, საბჭოთა ხელოვნება, 1961;
-
სერგო ქობულაძის ილუსტრაციები შექსპირის ტრაგედიებისათვის, ქართული შექსპირიანა, ტ. 11, თბ., 1964;
-
დავით გაბაშვილის შემოქმედება, ქართული ხელოვნება, 6 (B), 1964;
-
სერგო ქობულაძე, თბ., 1970;
-
ელენე ახვლედიანი, თბ., 1980;
-
ლევან ცუცქირიძე, მოსკოვი, 1991;
-
ელენე ახვლედიანის წიგნის ილუსტრაციები, მწიგნობარი, თბ., 1992;
-
ავთო ვარაზი, კრ. «ავთო ვარაზი – ფერწერა გრაფიკა», თბ., 1993;
-
ჰენრიხ ჰრინევსკი და მისი ილუსტრაციები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულისათვის, თბ., 1999;
-
ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები ქართული ხალხური ზღაპრებისათვის, თბ., 2000;
-
ოსკარ შმერლინგი, რ. შმერლინგის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია, მოხსენებათა მასალები, თბ., 2000;
-
ახალი და თანამედროვე ხელოვნების შესწავლა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, ქართული ხელოვნების ნარკვევები, I, თბ., 2001;
-
მხატვარ ანა შალიკაშვილის შემოქმედება, Ars Georgica, 11, თბ., 2001;
-
მხატვარ ლორეტა შენგელია-აბაშიძის ნამუშევრების განხილვა, ომეგა N11 (49), 2003;
-
მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძის შემოქმედება, ქართული ხელოვნების ნარკვევები, III, თბ., 2004.