10 ივნისს 18 საათზე გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენა „ქართულინახატი“, სადაც ექსპონირებული იყო XX ს.-ის ოთხი გამორჩეული ქართველი ხელოვანის ედმონდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, დიმიტრი ერისთავისა და გივიკასრაძის გრაფიკული ნამუშევრები, შექმნილი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. მსგავსი რეტროსპექციის წყალობით ნათლად გამოიკვეთა დაზგურ გრაფიკაში მოღვაწე ამ ხელოვანების შემოქმედებისათვის და ზოგადად, თანადროული ქართული მხატვრული აზროვნებისატვის დამახასიათებელი ზოგიერთი მეტად მნიშვნელოვანი თავისებურება.
გამოფენას წინ უძღოდა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მზია ჩიხრაძის მოხსენება თემაზე: ნახატის განვითარების ისტორია და თანამედროვე ქართული ნახატი.