2015 წლის 15 მაისს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, ხოლო 19 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის მართვის გეგმის პრეზენტაციაგაიმართა.
გელათის მონასტრის მართვის გეგმის წინასწარი მონახაზი ცენტრმა 2013 წლის აგვისტო-დეკემბერში შეიმუშავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაკვეთით. 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ცენტრმა განახორციელა პროექტი ,,გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის მართვის გეგმის მომზადება”. პროექტით განსაზღვრული ამოცანები გულისხმობდა მართვის გეგმაზე მუშაობის დასრულებას იუნესკოს მოთხოვნების შესაბამისად და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით. პროექტის განსახორციელებლად ცენტრში ჩამოყალიბდა ინტერდისციპლინარული ჯგუფი როგორც ცენტრის თანამშრომლების, ისე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. ჩატარებული სამუშაო ეფუძნება ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც გულისხმობს ძეგლის განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულების დაცვას მისი გარემოს (ბუფერული ზონის) კულტურული, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების დაცვასა და შენახვასთან კავშირში.