საერთაშორისო კონფერენცია “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში”.
2011 წლის 27-28 ოქტომბერს, გოეთეს ინსტიტურის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. თემაზე: “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში”.
კონფერენციის თემის იდეის ავტორი: ნანა ყიფიანი;
პროექტის ავტორი, მენეჯერი: მზია ჩიხრაძე;
საორგანიზაციო საბჭო: მარიამ დიდებულიძე, მარიამ გაჩეჩილაძე, მარიანა ოკლეი, თამარ ბელაშვილი, ლევან ზედგინიძე;
სარედაქციო საბჭო: დიმიტრი თუმანიშვილი, მარინა მეძმარიაშვილი, ელენე თუმანიშვილი, მარინე ყენია.
კონფერენცია მოეწყო: გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით
გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 32-მა მეცნიერმა. ქართველებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ასევე ამერიკელი და რუსი მეცნიერები: მერი ქეი ჯუდი თანამედროვე და ახალი არქიტექტურის დამოუკიდებელი ექსპერტი, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ასოციაცია, აშშ; თალინ გრიგორი ბრენდის უნივერსიტეტი, აშშ; პეტერ როლბერგი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ; სვეტლანა ხრომჩენკო მოსკოვის აღმოსავლეთის მუზეუმი, რუსეთი; ნინა გეტაშვილი ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის რუსეთის აკადემია, რუსეთი.
უფრო ვრცლად იხილეთ: www.georgianart.ge