2011 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე თბილისში, გოეთეს ინსტიტუტშიმიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია ,,ფიგურა და ორნამენტი: ესთეტიკა, ხელოვნება და არქიტექტურა კავკასიის რეგიონში 400 წლიდან 1650 წლამდე”.კონფერენცია მოაწყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტსა და ბაზელის უნივერსიტეტთან ერთად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბაზელის ნებაყოფლობითი აკადემიური საზოგადობის ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენცია მიეძღვნა ფიგურისა და ორნამენტის სხვადასხვა მიმართებებს კავკასიის ხელოვნებაში ადრექრისტიანული ხანიდან მეჩვიდმეტე საუკუნემდე. თემის გეოგრაფიული ფარგლები მოიცავდა საქართველოს, სომხეთს ალბანეთს/აზერბაიჯანს, აღმოსავლეთ ანატოლიასა და ჩრდილოეთ ირანს.
კონფერენციაში მონაწილეობდა 30 მეცნიერი – 10 საქართველოდან და 20 ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.