2011 წლის 22-27 აგვისტოს ქ. სოფიაში (ბულგარეთი) ჩატარდა ბიზანტოლოგთა XXII საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 1000-ზე მეტი მეცნიერი სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესში მონაწილეობისთვის მიწვეულ იქნენ გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლები:
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფ. ლეილა ხუსკივაძე, გელათის მოზაიკა: სამუშაოთა ორგანიზაცია, ტექნიკა, რესტავრაცია.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარიამ დიდებულიძე. მწვალებლობების წინააღმდეგ მიმართული საღვთისმეტყველო კამათების გავლენა ყინცვისის წმ. ნიკიოლოზის ტაძრის მოხატულობის პროგრამაზე.
ცენტრის თანამშრომლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონგრესის მუშაობაში, მოინახულეს ქ. სოფიას მუზეუმები და კონგრესთან დაკავშირებული გამოფენები. ეწვივნენ ქ. პლოვდივს, ბაჩკოვოს მონასტერს, ბოიანას მონასტერს. კონგრესის მონაწილეებს შორის გაავრცელეს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები და ანოტაციები ამ წიგნების შესახებ. განაახლეს ძველი და დაამყარეს ახალი სამეცნიერო კონტაქტები.