2011 წლის 8 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებო კავშირის “რუსული კლუბი”, და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ მოეწყო ცნობილი არქიტექტორის მიხეილ კალაშნიკოვის (1886-1969) 125 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო არქიტექტორის მიერ შესრულებული ანაზომები, ჩანახატები, უცნობი ფოტოები. გამოფენის კურატორია გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი თამაზ გერსამია.
მიხეილ კალაშნიკოვის ღვაწლსა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს თამაზ გერსამიამ, ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ, მიხეილ კალაშნიკოვის მემკვიდრემ კირილე ფომინმა, სიტყვით გამოვიდნენ გიგა ბათიაშვილი და ლიკა მამაცაშვილი.
ვრცლად იხილეთ: www.georgianart.ge