2012 წელს ცენტრმა დაიწყო საერთაშორისო პროექტის განხორციელება:
საერთაშორისო პროექტი – “OLKAS ეგეოსიდან შავ ზღვამდე – შუა საუკუნეების ნავსადგურები აღმოსავლეთის საზღვაო გზებზე“(2012-2013) პროექტში მონაწილეობს საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის სამეცნიერო დაწესებულებები და გ. ჩუბინაშვილის ცენტრი). პროექტმა 2011 წელს გაიმარჯვა შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (Black See CBC) ფარგლებში ჩატარებულ პირველ კონკურსში. წამყვანი ორგანიზაციაა თესალონიკის ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი. გ. ჩუბინაშვილის ცენტრიდან პროექტში მონაწილეობენ – დ. ხოშტარია (მენეჯერი), ქ. მიქელაძე (სამეცნიერო ხელმძღვანელი), ნ. ნაცვლიშვილი, ი. მანია. 2012 წელს პროექტის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა შეასრულეს პროექტით გათვალისწინებული სამუშაო (მონაცემთა ბაზისთვის მასალის მომზადება), იყვნენ მივლინებაში ბათუმში და მონაწილეობა მიიღეს უორქშოფსა (თესალონიკი) და კონფერენციაში (კიშინოვი).