2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა მეცნიერებათა აკადემიამ გამოაცხადა 2010 წლის სამეცნიერო პრემიების ლაურეატები.
აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის პრემია გადაეცა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს პროფესორ კიტი მაჩაბელს წიგნისთვის “შუა საუკუნეების ქვა-ჯვარები” (გამოცემულია გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ 2010 წელს)