2009 წლის 4 მაისს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრმა ჩაატარა საქართველოსადმი მიძღვნილი ყოველწლიურ

2009 წლის 4 მაისს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრმა ჩაატარა საქართველოსადმი მიძღვნილი ყოველწლიური მესამე სიმპოზიუმი
“საქართველო ევროპულ და აზიურ კულტურათა გზაჯვარედინზე”.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი მარიამ დიდებულიძე და ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მზია ჩიხრაძე.

მარიამ დიდებულიძემ სიმპოზიუმზე წაიკითხა მოხსენება “აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა”, მზია ჩიხრაძემ – “ინტეგრაცია/ექსპანსია, ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობები 1910-1980-იან წლებში”.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებსაიტები: http://www.gaccgeorgia.org/;
http://www.symposiumgeorgia.org/NY2009/IndexNY2009a.htmlhttp://www.harrimaninstitute.org/events/conferences.html