2014 წლის 13-16 მაისს თბილისში გაიმართა V საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში”.
სიმპოზიუმი ორგანიზებულ იქნა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებმა, მეცნიერებათა დოქტორმა მარიამ დიდებულიძემ და მეცნიერებათა დოქტორმა ასმათ ოქროპირიძემ.
მათ წარადგინეს მოხსენებები: `ღმრთისმშობლის გამოსახვის ტრადიცია შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში~ და `აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისათვის~.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები და სასულიერო პირები.