[rev_slider_vc alias=”title”]

დამფუძნებლები

Founder_1

გიორგი ჩუბინაშვილი

(1885, ს. პეტერბურგი   -  1973, თბილისი) ქართული ხელოვნებათმცოდნეობის დამფუძნებელი. 1906-1916 წწ-ში ფსიქოლოგიასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა ლაიფციგის, ჰალლეს და პეტროგრადის უნივერსიტეტებში. 1917-1922 წწ-ში კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის,...

ვახტანგ ბერიძე

(1914, ქუთაისი  -  2000, თბილისი) 1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1936-1998 წწ-ში ასწავლიდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს  სასწავლებლებში. 1941 წლიდან გ. ჩუბინაშვილის სახ....

რენე შმერლინგი

(1901, თბილისი   -   1967, თბილისი) ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხელოვნების გამოჩენილი მკვლევარი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). იგი თბილისში დაიბადა, აქვე გაატარა თავისი ცხოვრება, თავისი საქმით მთლიანად...

თინათინ ვირსალაძე

(1907, თბილისი   -   1985, თბილისი) ხელოვნებათმცოდნე, ქართული მონუმენტური მხატვრობის მკვლევარი. 1924 წელს, საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი სწავლობდა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე,  პარალელურად კი   - ...

ნიკოლოზ სევეროვი (ნორდმანი)

(1887, თბილისი   -  1957,  კიევი) არქიტექტორი, ხუროთმოძღვრების მკვლევარი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა პეტროგრადის  სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი (1915). 1918-1948 წლებში მუშაობდა თბილისში (1935-1948 წლებში   -   საქართველოს...

ლევან მუსხელიშვილი

(1900, თბილისი   -  1942, თბილისი) ისტორიკოსი და არქეოლოგი. 1918-1923 წლებში  სწავლობდა გერმანიაში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1930-1931 წლებში მონაწილეობდა ნოქალაქევის არქეოლოგიის...

ლევან (ლეო) რჩეულიშვილი

(1909, ს. ხოვლე   -   1986, თბილისი) ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო  მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954). 1932 წელს დაამთავრა საქართველოს სამშენებლო...

რუსუდან (რუდა) მეფისაშვილი

(1913, ესენტუკი   -   2002, თბილისი) ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1936 წ. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941 წლიდან...

ვახტანგ ცინცაძე

(1915, თბილისი   -  1993, თბილისი) არქიტექტორი, რესტავრატორი, არქიტექტურის მკლევარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიის ინსტიტუტის...

ზაქარია მაისურაძე

(1912, თბილისი   -   1971, თბილისი) კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). ქართული კერამიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც თავისი თემატიკით დაკავშირებული იყო ქართულ ფოლკლორთან  -...

ნიკო ჩუბინაშვილი

(1908, ლაიფციგი   -  1993, თბილისი) ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხეზეკვეთილობის, თანამედროვე არქიტექტურისა და ქანდაკების მკვლევარი, ძეგლთა დაცვა-აღდგენის მონაწილე და კონსულტანტი. უმაღლესი...

სარა ბარნაველი

(1902, თელავი   -   1984, თბილისი) ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979). 1925 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე...