გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თანამშრომლობა

2016 წელს კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) ინიციატივითა და გეტის ფონდის (აშშ) დაფინანსებით მოეწყო კვლევითი სემინარი "საზღვრების გადაკვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში". პროექტის ფარგლებში მოეწყო 2 გასვლითი სემინარი: 6-15 ივლისი თურქეთში (კაისერი, სივაში, დივრიღი, ერზერუმი, ყარსი)  6-15 სექტემბერი სომხეთში (ერევანი, გიუმრი, ძორაგეთი, გორისი). პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან (ინგლისი, ირანი, საფრანგეთი, ამერიკა, სომხეთი, თურქეთი), მათ შორის იყვნენ გ. ჩუბინაშვილის ხელოვნების ეროვნული ცენტრის ორი მეცნიერ-თანამშრომელი, ნათია ნაცვლიშვილი და ნატალია ჩიტიშვილი.