გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
პროექტები

LIMEN: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვისკვლევის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრობლობის პროგრამისფარგლებში დაწყებული პროექტის„LIMEN: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე“პარტნიორია. პროექტის ორგანიზატორია ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპულიცენტრი(EKBMM, თესალონიკი); პროექტის პარტნიორები არიან: სტამბულისა და კოჩისუნივერსიტეტები (თურქეთი), კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი); კონსტანცას ნაციონალურიისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი (რუმინეთი); ოდესის მუნიციპალიტეტის კულტურისა დატურიზმის დეპარტამენტი (უკრაინა); ვარნას მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი). პროექტისმხარდამჭერები არიან: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), შავიდა აზოვის ზღვების პორტების ასოციაცია (BASPA ), შავი ზღვის საერთაშორისო კლუბი (IBSC). პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და„კულტურის ევროპული დედაქალაქის“ გამოცდილების გამოყენებით ახალი ინსტიტუციის: „შავიზღვის კულტურული პორტის“ დაფუძნება. ინსტიტუციის მიზანია შავი ზღვის აუზის ქალაქი-პორტების მემკვიდრეობისა და სპეციფიკური ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია;ქალაქი-პორტების მდგრადი და თანასწორი თანამშრომლობის ეკონომიკური და კულტურულიპლატფორმის მომზადება. საწყის ეტაპზე პროექტი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებში ადგილობივი ქსელებისჩამოყალიბებას.